"ხვიჩას ოქროს ბურთის მოგების შანსი ასეთია" - მატვეი საფონოვი "ხვიჩას ოქროს ბურთის მოგების შანსი ასეთია" - მატვეი საფონოვი » Footballnews "ხვიჩას ოქროს ბურთის მოგების შანსი ასეთია" - მატვეი საფონოვი
გათიშვა

"ხვიჩას ოქროს ბურთის მოგების შანსი ასეთია" - მატვეი საფონოვი

"ხვიჩას ოქროს ბურთის მოგების შანსი ასეთია" - მატვეი საფონოვი
2 საათის და 6 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე

პარის სენ-ჟერმენის მეკარემ, მატვეი საფონოვმა ხვიჩა კრაცხელიას ოქროს ბურთის შესაძლო მოგებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემს აზრს რამე ფასი რომ ჰქონდეს. მინდა, რომ ეს ტიტული ჩემი პარიზული გუნდის წევრმა მოიპოვოს.

"პსჟ-ში ბევრი ღირსეული მოთამაშეა, რომელთაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ამიტომ ერთის არჩევა მიჭირს. 

"ბიჭებმა უზარმაზარი სამუშაო გასწიეს და პროგრესს მიაღწიეს.

"ხვიჩას შანსები? ოქროს ბურთის 30-კაციან სიას შორის თითოეულ ნომინანტს, მათ შორის კვარაცხელიასაც, გამარჯვების ზუსტად 1/30 შანსი (ანუ 3.33%) აქვს", - თქვა საფონოვმა.

გირჩევთ