როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მადრიდის “რეალთან”, “ბრაგასთან” და “უნიონ ბერლინთან” ერთად მოხვდა.
მონაკოში გამართული წილისყრის შემდეგ, მადრიდის “რეალის” დირექტორი, ემილიო ბუტრაგენიო დაესწრო, რომელმაც კომენტარი გააკეთა:
“ნაპოლი” ძლიერი გუნდია და სიფრთხილე გვმართებს. მათ დასამარცხებლად ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს. კვარაცხელია და ოსიმენი დიდებული ფეხბურთელები არიან. მათ დამატებას ვერ მოვახერხებთ, რადგან სატრანსფერო ფანჯარა დახურულია.
წილისყრის შედეგებს “ბლანკოსის” ქომაგებიც გამოეხმაურნენ. “რეალის” ფანებს მიაჩნიათ, რომ “ნაპოლისგან” მთავარ საფრთხეს ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და ჯოვანი დი ლორენცო წარმოადგენენ. სხვათა შორის, “სამეფო კლუბის” გულშემატკივრებს ხვიჩას თავიანთ გუნდში ხილვაც სურთ.