იტალიური მედიის ინფორმაციით, ცუდად დაწყებული სეზონისა და ქომაგების უკმაყოფილების ფონზე, "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას პირადად სთხოვა, ლიდერები ოსიმენი და კვარაცხელია მატჩის ბოლომდე მოედნიდან აღარ გაიყვანოს.
ლაურენტისი ამ ეტაპზე ფრანგ სპეციალისტს ნდობას უცხადებს, თუმცა თუ სიტუაცია არ დალაგდა, მას დაემშვიდობება.
შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიას "ნაპოლი" უკვე სამი თამაშია ვერ იგებს, ხოლო ის მთავარ ფიგურებს მატჩების ბოლომდე ჩატარების საშუალებას არ აძლევს და მოედნიდან ნაადრევად გაჰყავს.