ტაილანდთან გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვენს უპასუხა:
"მიქაუტაძე ამჟამად რთულ ვითარებაშია, მაგრამ ფეხბურთელი სირთულეებს არ უნდა უშინდებოდეს. გიორგი „აიაქსში“ უნდა დარჩეს და თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს"
"შრომას თუ გააგრძელებს, შანსი აუცილებლად მიეცემა. ძალიან გამიხარდა, რომ პოკერი შეასრულა"
"რაზე ველაპარაკე კვარაცხელიას მოედანზევე? რამდენიმე სათამაშო ასპექტი გავარჩიეთ, რასაც ახლა არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ხვიჩამ იცის, რომ დეტალებს ყურადღებას ვაქცევ. „ნაპოლისთან“ ერთად მას რთული სეზონი ელის და წინსვლა უნდა გააგრძელოს"
"მიხარია, რომ ბევრი გოლი გავიტანეთ, მაგრამ მეტიც შეგვეძლო. საქმეს სერიოზულად მოვეკიდეთ და ეს სწორედ ამის დამსახურებაა"
"ზივზივაძეს ცუდად არ უთამაშია, სამწუხაროდ, ის და მიქაუტაძე კლუბში ცოტას თამაშობენ, მაგრამ დღევანდელი შანსი სამომავლოდ ორივეს წაადგება.“, - განაცხადა ფრანგმა.