როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხიას "ნაპოლი" სერია ა-ს მე-11 ტურში "სალერინტანას" დაუპირისპირდება.
მატჩამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ პრესკონფერენცია გამართა:
"არ ვფიქრობ, რომ "მილანთან" პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ვითამაშეთ. მიღებული გოლების დროს უკეთ უნდა გვემოქმედა, მაგრამ შეგვეძლო ანგარიში 1:1-იც გაგვეხადა, ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან ცუდად არ გვითამაშია, თუმცა, ეს უკვე წარსულია და ახლა ხვალინდელ მატჩზე ვიქრობთ. ცხადია, ყოველთვის ჯობია, თამაში დადებით ნოტაზე დაასრულო და უკეთესია 0:2-დან 2:2 ითამაშო, ვიდრე პირიქით"
"რაც შეეხება 4-2-3-1 სქემას: არა მხოლოდ "მილანთან", არამედ მანამდეც ბევრჯერ გამოჩნდა, რომ ეს სქემა ჩვენი გუნდისთვის ფუნქციურია, ამიტომ, მას გამოვიყენებთ, შეიძლება ასე იყოს ხვალაც. თუ გავითვალისწინებთ იმ მომენტს, რაც მომენტშიც ახლა ცხოვრება გვიწევს, იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრებს შორის არაფერი მოხდება. შეიძლება მოედანზე არსებობდეს მეტოქეობა, ეს კარგია, მაგრამ ეს ფეხბურთია, არ არის ომი, ომები ჩვენს გარშემო უკვე საკმარისადაა. იმედი მაქვს, გუნდს მხარდაჭერა ექნება, მაგრამ არ იქნება სიძულვილი ფანებს შორის, სიძულვილს არსად მივყავართ"
"ლინდსტრომს გარკვეული სათამაშო დრო ჰქონდა. როდესაც ფეხბურთელი გარემარბია, ის გადამწყვეტი უნდა იყოს გოლებით და საგოლე პასებით. გარდა ამისა, ჯერჯერობით, კვარაცხელიასა და პოლიტანოსთვის სათამაშო წუთების წართმევა სხვებისთვის რთულია. თუმცა, ხვიჩას და მატეოს ყველა მატჩში 90 წუთი თამაში არ შეუძლიათ, შესაბამისად, როდესაც სხვები მათ ადგილს იკავებენ, თუნდაც მცირე დროში უნდა აჩვენონ, რა შეუძლიათ. ეს ეხება ყველა ფეხბურთელს, არა მხოლოდ ლინდსტრომს. გარდა შემტევი ასპექტისა, მნიშვნელოვანია დაცვის დახმარებაც, ამ მხრივ კი, ლინდსტრომიც და გუნდიც იხვეწებიან", - განაცხადა ფრანგმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ