ბოლო დღეებში "ნაპოლიში" დიდი არეულობაა, იტალიური გამოცემა, "Corierre Dello sport" მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს:
"გასული მატჩის წინ კვარაცხელიას თადარიგში ხილვა, ალბათ, რუდი გარსიას საკამათო გადაწყვეტილებების გვირგვინი გახლდათ. ფრანგმა მოახერხა და მისთვისვე გადამწყვეტი მატჩის წინ საკუთარ თავს უმტრო. რას შევადაროთ? გრიპი რომ გქონდეთ და თოვლიან ამინდში გარეთ პალტოს გარეშე გახვიდეთ. სწორედ ასეთი საქციელი იყო რევოლიციური მოდელის არჩევა, რაც კვარაცხელიას მოედნის მიღმა დატოვებას ითვალისწინებდა"
"შედეგად, გამოვიდა, რომ ნაპოლი თამაშზე ყველაზე მრავალმხრივი, შეუჩერებელი და მომაკვდინებელი შემტევის გარეშე გავიდა. რუდის უცნაური ნაბიჯები ადრეც გადაუდგამს და შემდეგ უთქვამს, რომ პერსონალიების გამო, გეგმიდან გადახვევა არასწორად მიაჩნია. ახლაც, ხვიჩას უთამაშებლობა დასვენების აუცილებლობით ახსნა, თუმცა, ის შემთხვევა მივიღეთ, როდესაც ამგვარი თავდაჯერებულობა დამღუპველი გამოდგა"
"ისე გამოვიდა, რომ რუდი გარსიამ 5 თვეში დაანგრია ყველაფერი, რასაც ლუჩანო სპალეტი 2 წლის განმავლობაში აშენებდა. შესაბამისად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც დე ლაურენტისი საჩემპიონო სეზონის შემდეგ მიიღებს, სწორედ ფრანგი მწვრთნელის გათავისუფლება იქნება. გარსიას უკვე აცნობეს, რომ შეუძლია ოთხშაბათს დაგეგმილ ვარჯიშზე აღარ გამოჩნდეს. დე ლაურენტისი, რომელიც ფრანგის დანიშვნამდე ოცდაათამდე მწვრთნელს ესაუბრა, შესაბამის ბაზარზე კიდევ ერთხელ გადის".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ