როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები კვიპროსს ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში 1:2 იმარჯვა.
“ჯვაროსნების” მხრიდან გოლის ავტორები გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი გახდნენ.
შეხვედრის შემდეგ კვიპროსელთა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მედიასთან ისაუბრა:
“ვფიქრობ, რომ კარგი, საინტერესო თამაში იყო ორივე გუნდის მხრიდან. მომენტებიც შეიქმნა და მიმაჩნია, რომ ფრე კარგი შედეგი იქნებოდა. ჩემი აზრით, წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ისაა მნიშვნელოვანი, რომ სათადარიგოებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი. მარცხის მერე კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ ჩემს გუნდს მეტს ვერაფერს მოვთხოვდი. ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდა, 5-6 წამყვანი მოთამაშე გვაკლდა და ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის მათი შეცვლა რთულია. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ბოლოს, სამწუხაროდ, ქულაც ვერ ავიღეთ.
ვიცი, რა შეუძლიათ ქართველ ფეხბურთელებს. მიხარია, რომ დიდი ხნის შემდეგ გამოჩნდა კარგი თაობა. ამ გუნდს დიდი მომავალი აქვს!
კვიპროსელებმა მსოფლიო დონის მოთამაშე პირადად ნახეს. გული მწყდება იმაზე, რომ ბევრი კვიპროსელი სახლში დარჩა, ტრიბუნები არ გაივსო. გული მწყდება, რომ საქართველოდან მეტი ქომაგი იყო, ვიდრე აქაურები. ეს ნიშნავს, რომ აქ ფეხბურთი არ აინტერესებთ. იმედია, ეს მიდგომა შეიცვლება.
დიახ, შეცვლებმა იქონია გავლენა. როცა სკამზეც მაღალი დონის მოთამაშეები გყავს, ასე ხდება. თამაშის ბედი საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს”. - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 20 ივნისს შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მომზადებულია Europop-ის მიხედვით.