"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ცოლტერ მაცარიმ "ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგური მატჩის წინ პრესკონფერენცია, გამართა:
"მთავარი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. ვფიქრობ, განვლილ მატჩებში ვაჩვენეთ, რომ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ ბალანსი უნდა ვიპოვოთ, რომელიც ამ გუნდს შარშან ჰქონდა, რადგან ასეთ გოლებს შარშან ნაპოლი არ უშვებდა. მინდა ვნახო უფრო კონცენტრირებული და უფრო კომპაქტური დაცვა. თამაში გაუმჯობესდა, მაგრამ შედეგები ცუდია, რადგან პირველივე სახიფათო მომენტზე გოლს ვუშვებთ. ჩემი აზრით, იუვენტუსთან ძალიან კარგად ვითამაშეთ პირველ ტაიმში, ისევე როგორც ინტერთან, მაგრამ ხვალ მხოლოდ ის მაინტერესებს, რომ მერვედფინალში გავიდეთ".
"დაცვითი ფაზა უმნიშვნელოვანესია. გუნდებს, რომლებიც ‘სკუდეტოს’ იგებდნენ, ყოველთვის საუკეთესო დაცვა ჰყავდათ. მომენტების რეალიზაციაც გასაუმჯობესებელია. თუმცა, მთავარია მომენტების შექმნა, ადრე თუ გვიან გოლი გავა. აი, დაცვის ფაზა კი იდეალური უნდა იყოს, როდესაც ბევრი ფეხბურთელით უტევ".
"კვარას უჭირს იმიტომ, რომ მარცხენა მცველები გვაკლია, ნათანი ხშირად ვერ ეხმარება შეტევით ფაზაში, რის გამოც მასთან ყოველთვის ორი მეტოქეა. ის მეტოქეების მხრიდან უდიდესი ყურადღების ქვეშაა, მაგრამ სერიოზული, ჭკვიანი ბიჭია და დაბრუნდება ის ფეხბურთელი, როგორიც ვიცით, რომ არის".
"არავითარი შიში გუნდში არ არის, ცოტა სიმშვიდე გვაკლია, მაგრამ არის მომენტები, როცა ყველაფერი არასწორი მიმართულებით მიდის. ხვალ აუცილებელია რაღაც თავდაჯერების პოვნა. სიმშვიდე მაშინ მოდის, როცა თავს ძლიერად გრძნობ", - განაცხადა მაცარიმ.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ