გათიშვა

მაძარის კომენტარი ნაპოლის განადგურების შემდეგ: "კვარაცხელიას გამოსვლის შემდეგ...",

მაძარის კომენტარი ნაპოლის განადგურების შემდეგ: "კვარაცხელიას გამოსვლის შემდეგ...",
1 წლის წინ
გიორგი სოხაძე

მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" კოპა იტალიას მატჩში, "ფროზინონესთან" ანგარიშით 4:0 განადგურდა. 

თამაშის შემდეგ, კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ვოლტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"დიახ, გუნდის ლიდერების გამოსვლის შემდეგ უარესად ვითამაშეთ, ალბათ, ისინი არ არიან მიჩვეული თამაშში შეცვლაზე ჩართვას, არ ვიცი. აბსურდია, მაგრამ უკეთ ვითამაშეთ იმ ბიჭებთან ერთად, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო აქვთ"

"მინდა, პირველ რიგში ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს და მათ გამო ვწუხვართ, ისინი ამას არ იმსახურებდნენ, ბოლომდე მხარში გვედგნენ. არ მომეწონა ის ფაქტი, თუ როგორი დამოკიდებულებით დავასრულეთ მატჩი, ხვალ კარგად უნდა დავფიქრდეთ"

"შეიძლება კუთხურიდან გოლი გაუშვა, შემდეგ იყო 0:2-ზე უხეში შეცდომა, მაგრამ კარგი არ არის თამაშის ასე დასრულება. შეიძლება წაგება, მაგრამ არა 0:4... ხვალ ერთმანეთს უნდა შევხედოთ და მიდგომა შევცვალოთ"

"რაც შეეხება შემადგენლობაში როტაციას, ბევრს ვთამაშობთ, ბოლო პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი იყო. არ ვიცი, მათი სათადარიგო სკამზე დატოვება ცუდი სიგნალი იყო თუ არა, მაგრამ ყველა ტურნირზე ყველა მატჩის ჩატარება ადვილი არ არის. თუმცა, შინ 0:4 და ასე წაგება არ შეიძლება. იმედი მაქვს, რომ ეს კარგი გაკვეთილია, რომელიც სამომავლოდ გამოგვადგება", - განაცხადა იტალიელმა.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ