“ნაპოლის” ყოფილმა მოთამაშემ, ჯანი იმპროტამ Punto Nuevo-სთან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
“არის თუ არა კვარაცხელია მივიწყებული? მას უნდა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ის ყოველთვის მოედანს მაქსიმუმს აჩვენებს, თუმცა ზოგჯერ დაბნეულია. მას სპალეტის მსგავსი მწვრთნელი სჭირდება, რომელიც სწორ მიმართულებას დაანახებს. კვარაცხელის მთავარ პრობლემას მივაგენი - კონტრაქტის საკითხი, რომელიც მასზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს. ეს ყველაფერი მას ზღუდავს კიდეც. ყოველდღიურად იმის აფიშირება, რომ ის უკეთეს ხელფასს იმსახურებს გადამეტებული მგონია, რაც მოედანზე აისახება”. - განაცხადა იმპროტამ.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 6 გოლის გატანა შეძლო.