გათიშვა

"როგორ შემიძლია ამის თქმა, როდესაც შოთი აქ არის" - კალაძის კომენტარი ლეგენდების მატჩის წინ

"როგორ შემიძლია ამის თქმა, როდესაც შოთი აქ არის" - კალაძის კომენტარი ლეგენდების მატჩის წინ
9 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, 7 მარტს ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ნაკრების ლეგენდები მილანის "ინტერის" ლეგენდებს დაუპირიპირდებიან.

თამაშამდე 1 დღით ადრე გუნდებმა ერთიანი პრესკონფერენაცია გამართეს.

ქართული მხრიდან წარმოდგენილნი შოთი არველაძე და კახა კალაძე იყვნენ.

კალაძის კომენტარი:

"რა თქმა უნდა, მოხარული ვარ კიდევ ერთხელ ჩავატარო "ინტერთან" შეხვედრა. ჩვენ წლების განმავლობაში მოწინააღმდეგეები ვიყავით და კარგი დრო იყო. ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა შესაძლებლობა მომცა "მილანში" მეთამაშა, სადაც "ინტერთან" პაექრობა მიწევდა და ხვალაც მომიწევს"

"ხვალინდელი შეხვედრა ძალიან დიდი მნიშველობის არის ბათუმისთვის და ზოგადად სპორტის პოპულარიზაციისთვის. ხვალ მინდორზე შევხვდებით." 

"მარკოსთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიუხედავად მოწიანააღმდეგე გუნდებში თამაშისა, პატივისცემა ყოველთვის გვქონდა და დღემდე ასე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მასტერლიგაზე შეტევაშუ ვთამაშობ, ხვალ დაცვაში მომიწევს თამაში, როგორ შემიძლია ვთქვა, რომ შეტევაში ვითამაშებ, როცა შოთა არველაძე წინ თამაშობს" 

"ძალიან ბევრჯერ შევხვით ჩვენ დერბიზე და იყო ეს მატჩები ინტენსიური, თუმცა ხვალინდრლი მატჩები იქნება ამხანაგური და მეგობრული"

"მილანური დერბი ყოველთვის გარმოჩეულია. სრულიად ქალაქი ელოდება ამ მატჩს. "ინტერისა" და "მილანის" მატჩი სრულიად განსხვავდება ყველა სხვა მატჩისგან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო "ინტერის" კარში გოლის გატანა და ძალიან რთულია იმ ემოციის გადმოცემა, როდესაც მეტოქეს გავუტანე. მილანურ დერბიში გამარჯვება უდიდესი მიღწევაა და მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ საკუთარ თავზე გამოვცადე ეს ყველაფერი.", - თქვა კახი კალაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი 19;00 წუთზეა ჩანიშნული.

FACEBOOK კომენტარები