უმაგრესი ამბავი! - საქართველო FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა უმაგრესი ამბავი! - საქართველო FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა » Footballnews უმაგრესი ამბავი! - საქართველო FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა
გათიშვა

უმაგრესი ამბავი! - საქართველო FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

უმაგრესი ამბავი! - საქართველო FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა
1 წლის წინ
გიორგი ჭანტურია

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრაში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა.

ცხადია, “ჯვაროსნები” კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად მოხვდნენ და ევრო 2024-ზე ერთადერთი დებიუტანტები იქნებიან.

სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრებმა წაიწია რეიტინგშიც, ვილი სანიოლის გუნდი FIFA-ს სანაკრებო სიაში 77-ე ადგილზე დაწინაურდა.

ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატზე წარმატების შემთხვევაში კიდევ უფრო წინ წაიწევს ჩვენი გუნდში რეიტინგში.

ცნობისთვის, რეიტინგის ლიდერი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინაა, მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს, მესამე ადგილზეა ინგლისი, მე-4 პოზიციაზე ბელგიაა, მე-5 ადგილს კი ბრაზილიის ნაკრები იკავებს.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ