როგორც მოგეხსენებათ, “ვალენსიამ” ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში “გრანადა” სტუმრად 0:1 დაამარცხა.
შესაბამისად, “ღამურების” ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად კიდევ ერთხელ დაიცვა.
“ვალენსიას” გულშემატკივრები ქართველი მეკარის პერფორმანსს გამოეხმაურნენ:
საუკეთესო ხარ მამარდა, წარმატებები ვალენსიას.
დღეს ჩემი გუნდი ძალიან კარგი იყო, მამარდაშვილო კვლავ სტაბილურია.
გიორგი მამარდაშვილს ვთხოვ, რომ ჩვენს გუნდში კიდევ დიდი ხნით დარჩეს.
ვალენსიას მორიგი გამარჯვება, მამარდაშვილის მე-11 მშრალი კარი.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მამარდაშვილი ლა ლიგია საუკეთესო მეკარეა.