გასული წლის დეკემბერში, როდესაც რომას ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, მან ნაპოლისთან მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ბოლო 2 წლის განმავლობაში მათ წინააღმდეგ კარგად ვთამაშობდით. ბოლო თამაშში, სადაც დავმარცხდით, ვფიქრობ, შედეგი უსამართლო იყო. იმედი მაქვს, შურს ვიძიებთ"
"პარტენოპეის" შესანიშნავი შემტევები ჰყავს. ქართველი ფეხბურთელი კვარაცხელია ბრწყინვალეა და ეს ნათელია, ასევე შესანიშნავები არიან ოსიმენი, რასპადორი და სიმეონე".