შესანიშნავად მოგეხსენებათ, რომ ახლაც, როგორც საქართველოს ნაკრების მიერ ჩაგდებული ყოველი სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნულ გუნდში თემურ ქეცბაიას დაბრუნების მოწოდებები უხვად გაისმის.
56 წლის სპეციალისტი ამჟამად კვიპროსის ნაკრებს უდგას სათავეში. კუნძულზე ქეცბაიას საქმეები არც ისე კარგად მისდის.
ბევრს ისიც აინტერესებს, რა თანხას გამოიმუშავებს ქეცბაია სამსახურში, რომელშიც 2022 წლიდან მუშაობს. კვიპროსული მედიის ცნობით, თემურის წლიური ანაზღაურება 200 ათასი ევროა.
მოარული ხმების მიხედვით, მაშინ, როდესაც ქართველი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს ედგა სათავეში, მისი და მისი შტაბის ხელფასებზე ჯამში 2.52 მილიონი ლარი იხარჯებოდა.
შეგახსენებთ, რომ ქეცბაია "ჯვაროსნებს" 2009-2014 წლებში წვრთნიდა.