"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ბევრ თემაზე და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა:
"ჩემგან ახალი ამბების გაგება გინდათ, თუმცა ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით. უფრო მეტს 31 მაისის შემდეგ გამცნობთ. უკვე იცით, რომ ახალი სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა გვეყოლება და ერთად ვიმუშავებთ. იმედგაცრუებული არ ვარ, დანებებას არასოდეს არ ვაპირებდი"
"იყო შეცდომები, მაგრამ მოდით, ეს გვერდი გადავფურცლოთ. კინოშიც მქონია შემთხვევები, როდესაც ყველაფერი სასურველად არ წარიმართა. მოპოვებული სკუდეტო ჩემი სიამაყეა. გუნდის გასაძლიერებლად მილიონები დავხარჯე, შემეძლო მეთქვა, რომ საკმარისია, მაგრამ ამის ნაცვლად იანვარში ისევ"
"შევიძინე ფეხბურთელები. სამწუხაროდ მივხვდი, რომ სეზონი ჩაგვივარდა. ჩემი ინიციატივით მხოლოდ სირილ ნგონჟი დავიმატეთ, სხვები მე არ ამირჩევია"
"არცერთი ფეხბურთელი არაა ხელშეუხებელი, თუმცა უნდა ვნახოთ, ვინ გეგმავს მათ შეძენას. კვარაცხელია? ის მე აღმოვაჩინე, კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ და თავს მშვიდად ვგრძნობ. როდესაც კვარა ავიყვანეთ, მას არავინ არ იცნობდა, შემდეგ კი კერპი გახდა. ხელშეკრულების პირობები შესრულებული უნდა იყოს - კვარა ჩვენთან უნდა დარჩეს"
"ახალი სტადიონის მშენებლობას არ ვაპირებ. დღევნდელ დღეზე უნდა ვიფიქრო და არა ევროპის 2032 წლის ჩემპიონატზე. არქიტექტორებს ვესაუბრე და "დიეგო მარადონას" რეკონსტრუქცია განვიხილეთ, რასაც ორი წელი დასჭირდება. ამ არენზე ისეთივე თანხს ვხარჯავ, რამდენსაც პსჟ "პარკ დე პრენსზე". დავიღალე. ასაკის გამო - არა. სექტემბრიდან ახალი სპორტული ცენტრის მშენებლობას დავიწყებ", - განაცხადა დე ლაურენტისმა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ