UEFA-მ ევროპულ კლუბებს სანქციები დააკისრა. რამდენიმე მათგანს ევროპული ტურნირებიდან მოკვეთის საფრთხეც ემუქრებათ, სიტუაციის გამოსწორებაზე თუ არ იზრუნებენ. საუბარია სახელფასო დავალიანების გადაუხდელობაზე და მსგავს დარღვევებზე.
ხელფასების ანაზღაურების უზრუნველყოფა „დინამომ“ საფუძვლიანად ვერ შეძლო, რის გამოც უეფამ ქართულ კლუბს 80 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. თუკი „დინამო თბილისი“ სიტუაციას არ გამოასწორებს, კლუბს ბევრად უფრო სერიოზული სანქციები დაეკისრება.
უეფას მიერ დაჯარიმებული კლუბების სიაში მოხვდნენ ისეთი გუნდებიც, როგორიცაა „პორტო“, „გალათასარაი“ და „ბეტისი“. ჯამში ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 13 კლუბი დააჯარიმა.
„ცსკა სოფია“ და „გიმარაეში“ ევროტურნირებიდან მოიკვეთებიან, თუკი აღნიშნულ პრობლემებს მომავალი 2 სეზონის გასვლამდე არ აღმოფხვრიან. ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება უკვე შეეზღუდათ „სოლიგორსკის შახტიორს“ და „ადანა დემირსპორს“. დისკვალიფიკაციის სანქცია მომავალი სეზონიდან ამოქმედდება. თუკი 13 გუნდიან სიაში მოხვედრილი სხვა კლუბები სიტუაციას არ გამოასწორებენ, ევროტურნირებზე მონაწილეობის საშუალება მათაც შეეზღუდებათ.
 ლეგიონერები
 დინამო თბილისი
 დინამო ბათუმი
 იბერია 1999
 გაგრა
 ტორპედო
 თელავი
 სამგურალი
 დილა
 ჩემპიონთა ლიგა
 ევროპა ლიგა
 კონფერენს ლიგა
 პრემიერ ლიგა
 ერთა ლიგა
 ლა ლიგა
 სერია ა
 ბუნდესლიგა
 ლიგა 1
 ერედივიზიონი
 მანჩესტერ იუნაიტედი
 ლივერპული
 მანჩესტერ სიტი
 ჩელსი
 არსენალი
 ტოტენჰემი
 რეალი
 ბარსელონა
 ატლეტიკო
 სევილია
 ვალენსია
 იუვენტუსი
 ნაპოლი
 მილანი
 ინტერი
 რომა
 ლაციო
 ბაიერნი
 დორტმუნდი
 ლაიფციგი
 პსჟ
 ლიონი
 მონაკო
 მარსელი
 აიაქსი
 ბენფიკა
 პორტუ
