ყველას კარგად მოეხენება, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის სადებიუტო იქნება.
ქართველები ვთვლით, რომ ჩვენი გუნდი გერმანიაში უბრალოდ მონაწილეობისთვის არ ჩავა. "ჯვაროსნები" ჯგუფიდან გასვლისთვის აუცილებად იბრძოლებენ.
საქართველოს ევრო 2024-ზე თამაშს ერთ-ერთი "ნაპოლის" ქომაგი, ფრანჩესკო მედიში სოციალურ მედიაში ეხმაურება.
ის წერს, რომ თუ ქართველები F ჯგუფიდან გასვლას მოახერხებენ, ის ჩვენი ქვეყნის დროშას ამოისვირიგნებს:
"საქართველო არ არის სუსტი გუნდი, მათ ჰყავთ ჩვენი ("ნაპოლის") კვარაცხელია და კიდევ რამდენიმე ძლიერი მოთამაშე"
"მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ისინი საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდნენ, საიდანაც გასვლა რთული იქნება"
"სახალხოდ ვდებ პირობას, რომ თუ საქართველო ჯგუფიდან გავა მე მარჯვენა ხელზე მათი დროშის ტატუს გავიკეთებ, რაც კვარადონასგან სამახსოვროდაც დამრჩება", - წერს ფრანცესკო მედიჩი.