გათიშვა

გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეა - საინტერესო მოსაზრება

გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეა - საინტერესო მოსაზრება
6 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე

ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

თუმცა არის თუ არა "ვალენსიას" ქართველი კარის დარაჯი საუკეთესო ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე?

ჩვენთვის, ქართველებისთის, რასაკვირველია, გიორგი ნომერ პირველია და ეს მოსაზრება რეალობისგან შორს სულაც არ არის.

მოგეხსენებათ, რომ მამარდა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ყველაზე ძვირადღირებულია გოლკიპერია და იმ ფაქტს ყველა ეთანხმება, რომ ამ ეტაპზე ქართველი მარკ ანდრე ტერ-შტენეგს, იან ობლაკს, ჯორდან პიკფორდს, უნაი სიმონსა და ტიბო კურტუას, რომელიც ევრო 2024-ზე არც არის, აშკარად აღემატება.

ამ მეკარეების გარდა, ჩემპიონატზე არის ისეთი დიდი ფიუგრა, როგორიცაა მანუელ ნოიერი, თუმცა დამეთანხმებით, რომ ამ ეტაპზე 37 წლის გერმანელი საკუთრი თავის ნახევარიც არ არის.

ალბათ, გიორგის ყველაზე დიდ კონკურენციას იტალიის კარის დარაჯი, ჯალუჯი დონარუმა უწევს, მაგრამ მისი, "პსჟ"-ში, გასული სეზონის შედეგბზე ვერ ვიტყვით, რომ შთამბეჭდავია: 43 მატჩი, 39 გაშვებული გოლი, 16 მშრალად შენახული კარი.

თანაც ეს სტატისტიკა საფრანგეთის ნომერ პირველ გუნდში კიდევ უფრო არაშთამბეჭდავია, ამის ფონზე კი მამარდამ "ვალენსიას" წარმატებულ სეზონში უდიდესი როლი შეიტანა. 

გიოს 2023/24 სეზონის მონაცემები ასეთია: 37 მატჩი, 41 გაშვებული გოლი, 13 მშრალად შენახული კარი.

შედეგები იტალიელს ოდნავ უკეთესი აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რა რაგნის გუნდებში თამაშობენ ისინი.

უნდა ვასენოთ ის ფაქტი, რომ დონარუმა ევრო 2020-ის საუკეთსო ფეხბურთელად დასახელდა.

ობიექტური თვალით თუ შევხედავთ დონარუმას ზურგს ბევრი ძლიერი არგუმენტი უმაგრებს, მაგრამ ყველამ ვიცით და გვჯერა მამარდაშვილის შესაძლებლობის.

ასევე უნდა აღვნიშნოთ მადრიდის "რეალის" გასული წლის გმირი, ანდრეი ლუნინი, რომელმაც მართლაც მშვენიერი სეზონი ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაშიც დიდი წვლილი შეიტანა, მიუხედავად იმისა რომ ფინალში არ უთამაშია.

უკრაინელის სტატისტიკა: 32 მატჩი, 35 გაშვებული გოლი, 12 მშრალად შენახული კარი.

მამარდას კონკურენტები არ აკლია, თუმცა თუ საუკეთსო არა ის ევრო 2024-ის ტოპ 3 მეკარეში აუცილებლად გადის.

ჩვენთვის კი გიორგი, რა თქმა უნდა, ყველგან ნომერ პირველი იქნება!

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ