ეროვნული ლიგის 2-გზის ჩემპიონი ბათუმის დინამო მძიმე ფინანსურ კრიზისშია.
შესაძლოა აჭარული გუნდი მეოთხე ლიგაში დააქვეითონ.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში კლუბის ოფიციალური ფანკლუბი, "შავი ზღვის პირატები" წერს:
“კლუბი, რომელმაც არაერთი სიხარული გვაჩუქა, დღეს მძიმე კრიზისის წინაშეა და ახლა ჩვენი ხმა უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ოდესმე. ვალდებულები ვართ გამოვეხმაუროთ იმ საგანგაშო ვითარებას, რომელშიც გუნდი იმყოფება - ფინანსური კრიზისის გამო საფრთხე შეექმნა კლუბის პროფესიონალურ სტატუსს. ქულების დაკლება და მეოთხე ლიგაში დაქვეითება კი ფაქტობრივად კატასტროფას ნიშნავს. ეს მხოლოდ სპორტული პრობლემა არ არის - ეს ჩვენი ქალაქის, მისი ღირსებისა და იმ ისტორიის დისკრედიტაციაა, რომელიც 100 წელზე მეტია და მხოლოდ ბათუმის "დინამოს" უკავშირდება. ამავდროულად, მადლობა არჩილ ბერიძეს - ადამიანს, რომელიც კლუბში მაშინ მოვიდა, როცა „დინამო“ უმაღლესი ლიგიდან იყო გავარდნილი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ბათუმის „დინამომ“ სანუკვარი ჩემპიონობა მოიპოვა. “თუმცა დგება დრო, როდესაც საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილების მიღება წასვლაზე - მაშინ, როცა კლუბის ინტერესები ამას მოითხოვს. არ დავუშვებთ, რომ კლუბი მიტოვებულად დარჩეს და წაიშალოს ყველაფერი, რაც აქამდე ყველამ ერთად შევქმენით.დროა ვიმოქმედოთ - სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან! ასევე, მივმართავ იმ ხალხს ვისაც შეგიძლიათ დინამოს გადარჩენა, გთხოვთ დროულ რეაგირებას, რადგან დრო ძალიან ცოტაა.” - წერია “შავი ზღვის პირატების” განცხადებაში.
ცნობისთვის, ამჟამად დინამო ბათუმი ეროვნულ ლიგაში 30 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ