არველაძის ცხადი პასუხი - ექნება თუ არა ხელფასი შოთას როგორც ლოკომოტივის ბორდის წევრს არველაძის ცხადი პასუხი - ექნება თუ არა ხელფასი შოთას როგორც ლოკომოტივის ბორდის წევრს » Footballnews არველაძის ცხადი პასუხი - ექნება თუ არა ხელფასი შოთას როგორც ლოკომოტივის ბორდის წევრს
გათიშვა

არველაძის ცხადი პასუხი - ექნება თუ არა ხელფასი შოთას როგორც ლოკომოტივის ბორდის წევრს

არველაძის ცხადი პასუხი - ექნება თუ არა ხელფასი შოთას როგორც ლოკომოტივის ბორდის წევრს
1 დღის და 6 საათის წინ
ალექსანდრე გავაშელი

საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივში 2025 წლის სეზონის მეორე ნახევრის წინ მნიშვნელოვანი სიახლეებია.

კლუბში მფლობელობისა და მენეჯმენტის ფუნქციები ერთმანეთისგან გაიმიჯნა. კლუბის პრეზიდენტი გიორგი ყიფიანი გახდა. ჩამოყალიბდა ბორდი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე და ამასთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე იმუშავებს, მათ შორისაა:

ინვესტიციების მოზიდვა

კლუბის სისტემური განვითარება

აკადემიის მუშაობის გაუმჯობესება

ფანბაზის შექმნა და გაძლიერება

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ბორდის წევრთა შორის იქნება შოთა არველაძე — ქართული ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც თავისი დიდი გამოცდილებით აქტიურად ჩაერთვება კლუბის ძირეული განვითარების პროცესში.

„ლექსო თოფურია ყველაზე რთულ დროსაც კი აქტიურად იყო ჩართული ქართულ ფეხბურთში და კლუბში ინვესტირება არ შეუწყვეტია, ეს მარტივი არაა და ამისთვის მას დიდი მადლობა ეკუთვნის.

მმართველობისა და მენეჯმენტის გამიჯვნა სწორედ მისი გადაწყვეტილებაა. ამ კლუბს მეტი შეუძლია და ყველა შესაძლებლობის სწორად ასათვისებლად შეიქმნა ბორდი. დახარისხდა მენეჯმენტი, რათა ყველამ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინოს.

ჩემი გამოცდილებით ჩავერთვები ყველა ახალ გამოწვევაში, რაც კლუბის განვითარებას ხელს შეუწყობს.

შევეცდები, კლუბის განვითარებაში წვლილი შევიტანო. ერთ-ერთი მიმართულება სხვადასხვა ჯგუფების, ახალი პარტნიორების დაინტერესება იქნება.

გვსურს, შევქმნათ საინტერესო და კარგი მაგალითი, რაც ქართულს ფეხბურთს წაადგება. ლოკომოტივში საქმიანობა ჩემს სამწვრთნელო კარიერას ხელს არ შეუშლის და ნებისმიერი წერტილიდან აქტიურად ვიქნები ჩართული კლუბის ფუნქციონირებაში. ცხადი რომ იყოს, ამ პოზიციაზე მე ხელფასისა და ანაზღაურების გარეშე ვიმუშავებ“, - ამბობს შოთა არველაძე.

FACEBOOK კომენტარები