ვილის საფიქრალი ყვითელი კობის ვილის საფიქრალი ყვითელი კობის » Footballnews ვილის საფიქრალი ყვითელი კობის
გათიშვა

ვილის საფიქრალი ყვითელი კობის

ვილის საფიქრალი ყვითელი კობის
1 კვირის და 4 დღის წინ
გიორგი ონიანი

(footballnews.ge-ის მკითხველის, გელა გურასპაშვილის წერილი)


ზაფხულის არდადეგების შემდგომ ფეხბურთელები გვიან შედიან კონდენციაში. (15 სექტემბრამდე ისევ ზაფხულია - ბუღი და აუტანელი სიცხე დამატებითი პრობლემაა), 4 სექტემბრის დაპირისპირებას ბევრი ასპექტი აქვს, მაგრამ წინასამატჩო მზადება და რეზერვი უდავოდ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

                                   

●●●

გუნდის თამაშამდე სამი დღით ადრე შეკრება ამ პერიოდისათვის კატასტროფაა. სულ ცოტა შეკრება ორი კვირით ადრე უნდა მოხდეს და მომზადება: წაღვერში, ფასანაურში, კიკეთში ან  (ზ. დ. 1000-1200 მეტრზე) სხვაგან უნდა დაიგეგმოს, სადაც ღამე და დილის საათებში იქნება შესაბამისი სიგრილე, რომ ფიზიკური დატვირთვები ასატანი იყვეს. 3-ში კი დინამოზე ივარჯიშებენ მსუბუქად. გადაწყვეტილება ახლავეა მისაღები, რადგან სოფელში მინდვრის მოწესრიგება მოკლევადიანი პროცესი არ არის.

 

                                             რეზერვები

შეცდომაა მომლოდინე პოზიცია - გუშინდელი დღეა ვილი როცა ელოდები როდის დამკვიდრდება გუნდის ძირითადში ფეხბურთელი რომ დაუძახოთ. მეტი მობილურობაა საჭირო პროცესს კი არ უნდა დაექვემდებარო, არამედ უნდა მართო. ამისათვის ფედერაციას საკუთარი გეგმა უნდა ჰქონდეს. ალბათ არ შემეკამათებით, რომ ქართული ფეხბურთისათვის 4 სექტემბერი საეტაპო დღეა და განსაკუთრებულ მზადებას მოითხოვს. უშუალოდ მხოლოდ ნაკრების მოთამაშეებზე აქცენტირება არეალის სივიწროვეა. დიდი შედეგები ახალგაზრდობის პერმანენტული შემოდინების გარეშე მთავარ გუნდში ფუჭი ოცნებაა. დინამიკაა წარმატების ფორმულა.

დაუწერელი კანონია დღევანდელ ფეხბურთში ფიზიკური პარამეტრების გარეშე რა ტალანტიც გინდა იყო, ვერ გაიხსნები, შესაძლებლობებს ვერ გამოავლენ სრულად თუ მინდორზე ბრძოლას აგებ დანარჩენი ამაოებაა, ამიტომ ფედერაციას აქვს დასაგეგმი  90 დღიანი საზაფხულო შეკრება  16-დან 21 წლამდე ყველა იმ ფეხბურთელის, რომელიც შეიძლება გამოადგეს ნაკრებს 4 სექტემბერს და შემდგომ. ვარჯიშისა და გაჯანსაღების იდეალური ჰარმონია უნდა შეიქმნას, რომელიც ენთუზიაზმის ჩაუქრობელ კერად გადაიქცევა და პირველი ნაკრების (ვისაც ფანჯარა გამოუჩნდება, მაგ. ჩაკვეტაძე) წევრებს შეუფერხებლად უნდა მიეცეთ ვარჯიშისა და განახლების სათანადო პირობები. აქ უკვე გამზადებულ სივრცეში და არა საგურამოში 22-24 კაცი. ვილის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს ზაფხულის აქილევსი ჩვენს უპირატესობად უნდა ვაქციოთ. 

                                                    

 

 

 

                                           ფარერები??

ფარერებთან იგეგმება ამხანაგურიო... რა სისულელეა, რა უნდა შეგვემატოს ამით? გამოსაცდელების სათამაშო დრო შემცირდება, სათადარიგოთა სკამზე დარჩენილებს ვარჯიშის რეჟიმს დაურღვევს და ა. შ.

თუ ფედერაციაში ვინმეს ფარერების სტატისტიკით შესარჩევში შესაძლო ფიასკოს გადაფარვის წარმოსახვები აწუხებს... ქართველობა მაგას არ აკენკავს! დიდი საქმეების სივრცეში ,,მანდრაჟისტებისთვის“ ადგილი არ არის...

ვილი ფარერებს ბევრად ჯობს. 28 ფეხბურთელი გამოიძახო, ახალგაზრდები დაიმატო ეროვნული ლიგიდანაც თუ ვინმე სანახავია ახლოდან, გინდა ჯუნიორებად და ასაკიანებად დაყავი, გინდა თერთმეტი დაასახელე, რომელთაგან სამს მეორე მწვრთნელი წაიყვანს და თერთმეტამდე შეავსებს. მერე შენ შეავსე სამი წაყვანილი ადგილი. ვარჯიში თამაშად რომ გადაიქცეს ,,ჩორტი“ უნდა ჩავარდეს. ჯუნიორები და ასაკიანები უკვე თამაშია ან მაგიდის ქვეშ გაძვრეს წაგებული - საწყენი არაფერია სტალინი ძვრებოდა ბილიარდის ქვეშ როცა აგებდა.

მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდულობით შეიძლება რამდენიმე თამაშიც გაიმართოს.

 

                                              თურქეთის ნაკრები

ფიფას  განახლებული რეიტინგით

ესპანეთი 2 – 1854

თურქეთი 27 – 1551 

საქართველო 68 - 1373 

ბულგარეთი 85 – 1289

ილუზია არავინ შეიქმნას თურქები თბილისში მოსაგებად ჩამოვლენ (თუმცა ფრეც აძლევთ ხელს) ჩემი სუბიექტური შეფასებით ასეთი ძლიერი საფეხბურთო ძალის დაბალანსებული გუნდი, საუკეთესო მწვრთნელით თურქებს ისტორიაში ჯერ არ ჰყოლიათ. საგულისხმოა, რომ თურქეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ტრანსფერის ღირებულება თითქმის ორჯერ აღემატება საქართველოს ნაკრებისას. ბუკმეკერებიც ჩვენ არ მოგვცემენ უპირატესობას. 4-ში დიდი ალბათობით თვითონაც პირველ ნომრად აირჩევენ თამაშს. თუმცა დამაბრკოლებელი ფაქტორი მაინც აქვთ, 3 დღის შემდეგ ესპანეთთან თამაშობენ სახლში.

 

                                     არეული ორიენტირი

სომხებთან ორი გამარჯვება ორიენტირად არ გამოდგება, პირიქით დამაბრკოლებელი ფაქტორია, თუ 7-ში ბულგარელებთან პირველ ნომრად თამაში 451 სქემით კანონზომიერია, თურქებთან ყველაფერი ინდივიდუალური სქემით უნდა გაკეთდეს.

                                 

                                       სქემა თურქეთთან

ჟორჟი დაცვის ფუნქციას სრულად უნდა ჩაეხსნას (ასეთმა სქემამ რომ იმუშაოს ჟორჟი, კვარა და ჩაკვე უნდა გყავდეს და გვყავს).

თურქების შეტევის დროც ცენტრალური ხაზის გასწვრივ უნდა მოძრაობდეს ხვიჩასთან და ჩაკვესთან მუდმივ კონტაქტში. გუნდის ყველა წევრში და მეკარე განსაკუთრებით ქვეცნობიერში დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოგერიების შემთხვევაში ჟორჟი ადგილზე აღმოჩნდება.

წინასწარვე უნდა განისაზღვროს მომგებიანი ზონები, რომ თურქების მეკარის გამოსვლები არ გახდეს ეფექტური.

მოგერიებამდე ჩაკვე და ხვიჩა უკვე დაძრულები უნდა იყვნენ ჟორჟის დასახმარებლად.

ერთი ადგილი ღიად რომ არ დარჩეთ მონტელა იძულებული იქნება ცენტრში ორი მცველი დატოვოს, თუ ამას არ  გააკეთებს ეს მისგან გაუთვლელობა იქნება, რასაც თამაშის მსვლელობა დაადასტურებს.

აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ დაცვას ერთი კაცის უპირატესობით ვაწარმოებთ ცხრა რვაზე.

ჩალხანოღლუ ევროპული კლასის, საუკეთესო ნახევარმცველია. მისი სივრცეების შეზღუდვა ჩვენი ნახევარდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყვეს. არდა მზარდი ტალანტია სიურპრიზებსაც უნდა ველოდეთ, თუმცა მისი მთავარი ღირსება სისწრაფე არ არის. პერსონალურად ავიყვანთ (შენგელია, ლოჩოშვილი ან სხვა) ბურთის არ მიღებაზე დავააქცენტებთ, რადგან ის თურქეთის ნაკრების მექანიზმის მთავარი ზამბარაა, მოუწევთ სქემის გადაწყობა, რაც ადვილი არ არის თამაშის მსვლელობის პროცესში. დარჩება რვა შვიდზე, რისი ორგანიზება ვილის არ უნდა გაუჭირდეს ის ამ საქმის გურუა.

აქაც 5 ნახევარმცველით უნდა ვითამაშოთ, სადაც ერთი   არდაზე პერსონალურად იქნება მიჩენილი. კვარას, კიტეს, ჩაკვეს, ქოჩორას ნახევარდაცვაში ლოჩოშვილიც უნდა დაემატოს.

მთელი ზაფხული დაცვაში ექსპერიმენტები უნდა გაგრძელდეს.

პირველ ორ ტურში 6 ქულის აუღებლობა უსაშველო ფსიქოლოგიურ მორევში გადაგვიყვანს. ეს სტატია ფეხბურთელების დასათრგუნად და ქომაგების დასაშინებლად არ დაწერილა. პირიქით, ყველა რეზერვის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანაა მიზანი. ჩვენ ისტამბულის მეხუთედი ვართ რაოდენობრივად მხოლოდ, რა ვართ ხარისხობრივად 4 სექტემბერი იტყვის. 

 

                                                      ყვითელი კობის

          რა გახდა ფედერაციისათვის იმის დაორგანიზება, რომ ქართველმა ქომაგმა შეძლოს ორიგინალი ჰოლოგრამიანი: ნაკრების მაისურების, ბოტასების, წინდების, ქუდების, დროშებისა და აქსესუარების არაკომერციულ ფასში შეძენა. ნუ მოიგებთ ნაჭერზე 50 ევროს, 5 იკმარეთ. ნაკრები სახლში ხომ თვითონ ირჩევს ფორმას, ეს წაუგებელი კომერციაა და დინამოზე საფეხბურთო ზეიმსაც დადებით შტრიხს შესძენს. 


FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ