ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, გიორგი მიქაუტაძის „გალათასარაიში“ გადასვლის თემა კვლავ აქტუალური ხდება. თურქული გამოცემა Fotospor იუწყება, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული ფინანსური პრობლემების გამო „ლიონს“ ორი ლიდერის — რაიან შერკისა და გიორგი მიქაუტაძის გაყიდვა მოუწევს, რაც სტამბოლური გრანდისთვის ქართველი შემტევის ხელმოწერის შანსს ზრდის.
მედიის ინფორმაციით, „ლიონს“ ამ დროისთვის საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიმართ სოლიდური დავალიანება აქვს, რომლის ოდენობა არაოფიციალურად 500 მილიონ ევროს აღემატება. ამ ფონზე, კლუბის ლიგა 2-ში დაქვეითების საფრთხეზეც საუბრობენ. ალტერნატივად კი განიხილება გუნდის ლიდერების გაყიდვა, რათა მძიმე ფინანსური ვითარება ნაწილობრივ მაინც გამოსწორდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, UEFA-ს მხრიდანაც მოსალოდნელია მკაცრი სანქციები. გავლენიანი ფრანგული გამოცემები L’Équipe და RMC Sport წერენ, რომ თუ უახლოეს თვეებში კლუბის ხელმძღვანელობა ფინანსურ სტაბილურობას ვერ აღადგენს, „ლიონს“ შესაძლოა რამდენიმე წლით ევროტურნირებიდან დისკვალიფიკაცია მიესაჯოს, რაც ორგანიზაციიდან გარიცხვასაც მოიცავს.
ფრანგული კლუბის მფლობელი, ჯონ ტექსტორი, ამ ეტაპზე ფინანსური კონტროლის დეპარტამენტთან ერთად რესტრუქტურიზაციის გეგმაზე მუშაობს. ერთ-ერთ ძირითად გამოსავლად სწორედ გუნდის ლიდერების გასხვისება განიხილება. ხელმძღვანელობას სურს, რომ ამ გზით მინიმუმ 100-150 მილიონი ევრო შეაგროვოს, დანარჩენი დანახარჯების შემცირება კი ხელფასებისა და ადამიანური რესურსის გადახედვით იგეგმება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ