ესპანეთი–საქართველოს მატჩს ლიეტუველი არბიტრი განსჯის ესპანეთი–საქართველოს მატჩს ლიეტუველი არბიტრი განსჯის » Footballnews ესპანეთი–საქართველოს მატჩს ლიეტუველი არბიტრი განსჯის
გათიშვა

ესპანეთი–საქართველოს მატჩს ლიეტუველი არბიტრი განსჯის

ესპანეთი–საქართველოს მატჩს ლიეტუველი არბიტრი განსჯის
3 კვირის და 4 დღის წინ
გიორგი არახამია

მოგეხსენებათ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.

ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ლიეტუელი 33 წლის არბიტრი მანფრედას ლუკიანჩუკასი განსჯის.

მასთან ერთად იმუშავებენ მანგირდას მირაუსკასი და ვიტენის კაზლაუსკასი, მე-4 მსაჯის ფუნქციას დონატას რუმშასი შეასრულებს.

ესპანეთი–საქართველოს მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად თითოეული ქულა აუცილებელია ჩვენი ნაკრებისთვის.

შეგახსენებთ, მატჩი 11 ოქტომბერს 22:45 წუთზე დაიწყება.

აღსანიშნავია, ისიც რომ ესპანეთის ნაკრებს ამ მატჩისთვის რამდენიმე წამყვანი და მნიშვნელოვანი მოთამაშეები არ ეყოლებათ, მათ შორის ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი, როდრი, ჰიუსენი კარვახალი.

გულშემატკივრები დიდი მოლოდინით ელიან დაპირისპირებას, სადაც ჩვენს ნაკრებს შანსი ექნება დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები ერთ-ერთი წამყვანი ნაკრების წინააღმდეგ.



FACEBOOK კომენტარები