ლუის დე ლა ფუენტე: „საქართველო ძლიერი გუნდია, რთული თამაში გველის“  ლუის დე ლა ფუენტე: „საქართველო ძლიერი გუნდია, რთული თამაში გველის“  » Footballnews ლუის დე ლა ფუენტე: „საქართველო ძლიერი გუნდია, რთული თამაში გველის“ 
გათიშვა

ლუის დე ლა ფუენტე: „საქართველო ძლიერი გუნდია, რთული თამაში გველის“ 

ლუის დე ლა ფუენტე: „საქართველო ძლიერი გუნდია, რთული თამაში გველის“ 
3 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი არახამია

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან  შეხვედრამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩვენი ნაკრები დიდი პატივისცემით მოიხსენია.

„როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ბევრი რამის თქმა შეიძლება — ეს საკმაოდ კარგი გუნდია, კარგი ფეხბურთელებით და ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველის,“ — განაცხადა დე ლა ფუენტემ მატჩისწინა კომენტარში.

ესპანეთის სპეციალისტის თქმით, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა ორივე გუნდისთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამიტომ მისი ფეხბურთელები მაქსიმალური მზადყოფნით შეხვდებიან საქართველოსთან მატჩს.

ცნობისთვის, შეხვედრა გაიმართება შაბათს, ძლიერი წვიმების მიუხედავად და უეფას ინფორმაციით, ამ ეტაპზე მატჩის გადადების საფრთხე არ არსებობს.

FACEBOOK კომენტარები