ხვიჩა კვარაცხელია: „ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი შანსი გვექნება“  ხვიჩა კვარაცხელია: „ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი შანსი გვექნება“  » Footballnews ხვიჩა კვარაცხელია: „ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი შანსი გვექნება“ 
გათიშვა

ხვიჩა კვარაცხელია: „ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი შანსი გვექნება“ 

ხვიჩა კვარაცხელია: „ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი შანსი გვექნება“ 
3 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი არახამია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებულ მატჩებამდე კომენტარი გააკეთა და გუნდში არსებულ გარემოზე ისაუბრა.

"იდეალური გარემო შეირჩა თამაშებისთვის მოსამზადებლად. ძალიან კარგია, რომ ამ შეკრებაზე მოსამზადებლად შედარებით დიდი დრო გვაქვს."

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — თითოეული ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს,“ — აღნიშნა კვარამ.

"პარი სენ - ჟერმენის" ვარსკვლავის თქმით, კლუბის მხარდაჭერის წყალობით ის ფორმაშია და მზადაა ნაკრებისთვის მაქსიმუმი გასწიოს:

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კლუბს, რომელმაც ძალიან დამეხმარა, რომ ამ შეკრებისთვის 100%-ით მზად ვყოფილიყავი."

"მაქსიმალურად კარგად მოვემზადე მომდევნო მატჩებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.“

კვარაცხელიამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაკრები ბოლომდე იბრძოლებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად:

"ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად, სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი მინიმალური შანსი გვექნება."

"ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშები გველის. იმედი მაქვს, მწვრთნელის დავალებებს შევასრულებთ და ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.“ — განაცხადა კვარამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს ხვალ გამართავს.

FACEBOOK კომენტარები