გიორგი მიქაუტაძე: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფში ექვსი ქულა მოვიპოვოთ“  გიორგი მიქაუტაძე: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფში ექვსი ქულა მოვიპოვოთ“  » Footballnews გიორგი მიქაუტაძე: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფში ექვსი ქულა მოვიპოვოთ“ 
გათიშვა

გიორგი მიქაუტაძე: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფში ექვსი ქულა მოვიპოვოთ“ 

გიორგი მიქაუტაძე: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფში ექვსი ქულა მოვიპოვოთ“ 
3 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი არახამია

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა:

ჟორჟმა აღნიშნა, რომ გუნდის მთავარი მიზანი ორი გამარჯვებაა.

"ყველა ელოდება მოახლოებულ თამაშებს. "ვილიარეალში" კარგად მიმიღეს და ყველაფერი კარგად მიდის, ახლა კი  მოახლოებული სანაკრებო თამაშების მოგება გვსურს."

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ექვსი ქულა მოვიპოვოთ."

"ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ქულები გვჭირდება და ამისთვის ბოლომდე დავიხარჯებით."

საქართველოს ნაკრები აქტიურად ემზადება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო შეხვედრებისთვის, სადაც გუნდის მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება.

FACEBOOK კომენტარები