2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში ესპანეთმა საქართველოს უმასპინძლა.
ფურია როხამ ჩვენი გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლიმ პრესკონფერენცია გამართა:
"დადებით მხარეებზე საუბარი რთულია. ალბათ, გაგვიმართლა კიდეც, რომ უფრო დიდი სხვაობით არ წავაგეთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთთან მატჩი, რომელიც ჯგუფში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება.
ფეხბურთელებს დაველაპარაკები. მათგან უფრო მეტი განწყობით და აგრესიით თამაშს ველოდები. ზოგადად, პოზიტიური ადამიანი ვარ და ვფიქრობ, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს სამ დღეში, განსაკუთრებით, ხარისხის თვალსაზრისით. ჩემს გუნდს ნამდვილად აქვს ხარისხი და მომდევნო მატჩში ამის ჩვენება შეუძლია.
თანამედროვე ფეხბურთი ასეთია - დრო არ გაქვს. არასდროს გაქვს დრო, უნდა ითამაშო, ითამაშო, ითამაშო, ითამაშო, ითამაშო... მაგრამ ფეხბურთელები მიჩვეულები არიან ამას და როგორც ვთქვი, ვეცდებით, მაქსიმალურად აღვიდგინოთ ძალები.
საკმაოდ გამიმართლა, რადგან ვმუშაობ ისეთ გარემოში, სადაც დიდ ძალისხმევას იჩენენ, რომ ყოველთვის საუკეთესო პირობებით ვიმგზავროთ მატჩებს შორის: ასე იქნება თურქეთშიც და ამისთვის მადლიერი ვარ. ვფიქრობ, ეს ძალისხმევა დადებითად აისახება მომდევნო მატჩზე.”
წყარო: Betsson.sport
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ