საქართველოსთან მატჩამდე თურქეთის ნაკრებში არეულობაა.
ფრანგული ლილის 25 წლის მეკარემ, ბერკე ოზერმა სანაკრებო შეკრება დემოსნტრაციულად დატოვა.
საქმე იმაშია, რომ ის ბულგარეთთან სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია.
სტამბულში დაბრუნების შემდეგ კი, მან შეკრება საკუთარი ნებით დატოვა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის სანაკრებო განაცხადში ამჟამად 4 მეკარე იმყოფება, ოზერი კი ვინჩენცო მონტელასთვის მეოთხე მეკარეა.
სიტუაციასთან დაკავშირებით თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
"ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მეკარემ, ბერკე ოზერმა, სტამბოლში დაბრუნებისთანავე, საწვრთნელი ბანაკი ნებაყოფლობით დატოვა. ბულგარეთთან მატჩის განაცხადში ვერმოხვედრის შემდეგ მან ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის ნებართვის გარეშე ნაკრები დატოვა. როგორც წარსულში არაერთხელ ითქვა, ეროვნული ნაკრების მაისურის ტარების პასუხისმგებლობა და ღირებულება ყველაფერს სცილდება. ჩვენი გუნდი ერთიანია, რომელიც ქვეყნის ღირსებას წარმოადგენს და ინდივიდებზე მაღლა დგას. ამიტომ, დისციპლინა, პატივისცემა და გუნდური სულისკვეთება - ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური პრინციპებია, რომლებსაც არასდროს მივატოვებთ. იმ დროს, როდესაც თავგანწირვით ვიბრძვით მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას, რაც მრავალი წლის განმავლობაში დიდი ხნის ნანატრი მიზანია და როდესაც გუნდში ერთიანობა და სოლიდარობა პიკზეა, ასეთი საქციელი მიუღებელია. ბერკე ოზერის საწვრთნელი ბანაკიდან წასვლის შემდეგ, შემადგენლობაში ბაშაკშეჰირის ფეხბურთელი მუჰამედ შენგეზერი გამოიძახეს".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ