„ჩვენთან თამაში საქართველოსთვის ფინალია“ — თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება „ჩვენთან თამაში საქართველოსთვის ფინალია“ — თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება » Footballnews „ჩვენთან თამაში საქართველოსთვის ფინალია“ — თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება
გათიშვა

„ჩვენთან თამაში საქართველოსთვის ფინალია“ — თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება

„ჩვენთან თამაში საქართველოსთვის ფინალია“ — თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება
13 საათის და წუთის წინ
გიორგი არახამია

მოგეხსენებათ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ მატჩს თურქეთთან გამართავს.

თურქულ პრესაში დაიწერა ინფორმაცია, რომელიც ბულგარეთთან მატჩის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ ჰაჯიოსმანოღლუმ, გუნდის გასახდელში მოთამაშეებს მიმართა:

"საოცრად ითამაშეთ და ძალიან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ბურთების შეფარდება გამოასწორეთ."

"ეს მატჩი წარსულში დატოვეთ და კონცენტრაცია საქართველოსთან შეხვედრაზე გადაიტანეთ.  ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე საქართველოც უნდა დავამარცხოთ."

"მომდევნო შეხვედრა მათთვის ფინალის ტოლფასია, ჩვენთვის კი — ჩვეულებრივი, მატჩია. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ძალიან ცოტა დაგვრჩა.“

ჰაჯიოსმანოღლუს სიტყვები ხაზს უსვამს თურქეთის გუნდის სტაბილურად პოზიციონირებას და ძალისხმევას, რომ სერიოზულად მოეკიდოს საქართველოს წინააღმდეგ მატჩს. 

შეგახსენებთ, თურქეთი  - საქართველოს მატჩი 14 ოქტობერს, 22:45 წუთზე დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ