ცნობილი ქართველი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი YouTube-გადაცემას „ლაი-ლაი“ ესტუმრა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორი მატჩი შეაფასა.
დევდარიანმა მწვრთნელი ვილი სანიოლი მადლობით მოიხსენია, თუმცა აღნიშნა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა უკვე ამოწურა თავისი რესურსი ნაკრებში:
„მწვრთნელის როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მაშინ, როცა შენი ფეხბურთელები მოწინააღმდეგისას ხარისხით ჩამოუვარდებიან. ასეთ დროს სწორედ ტაქტიკით უნდა დაფარო სხვაობა. ამ ორ მატჩში კი აშკარად ჩანდა დაგეგმვის შეცდომები — ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა,“ — აღნიშნა დევდარიანმა.
მისი თქმით, გარკვეულ მომენტებში ფეხბურთელებს არასწორი დავალებები ჰქონდათ და მათი ძლიერი მხარეები სათანადოდ არ გამოიყენეს:
„საქართველოს ყველაზე დაბალი ფეხბურთელი ყველაზე მაღალ თურქს რატომ უნდა ყავდეს? ეს დაგეგმვაშივე იყო შეცდომა. ასევე ვერ გავიგე, რატომ უნდა ჰქონოდა კიტეიშვილს უფრო დაცვითი ფუნქციები, როცა ის შემტევია, ხოლო ჩამშლელებს – შემტევი ამოცანები. ყველაფერი პირიქით იყო აწყობილი.“
დევდარიანმა მარცხენა ფლანგზეც გააკეთა აქცენტი:
„გოჩოლეიშვილი მარცხნივ არ არის ბუნებრივი ფლანგელი, მარჯვნივ ბევრად უკეთესად თამაშობს. მარცხნივ მის დაყენებით არა მხოლოდ მას ვკარგავთ, არამედ კვარაცხელიასაც, რომელიც სწორედ გოჩოლეიშვილზე უნდა იყოს დამყარებული შეტევაში.“
მისი შეფასებით, სანიოლს ძლიერი მხარე ჰქონდა გუნდის მოტივაცია და ფსიქოლოგიური განწყობა, თუმცა ტაქტიკურ დონეზე ნაკრები წინ აღარ მიდის:
„როდესაც მოულოდნელად გამოდიხარ და შედეგს აღწევ, ეს ერთი ეტაპია. მაგრამ როცა მოლოდინი იზრდება და მოწინააღმდეგეები უკეთ გსწავლობენ, საჭიროა სხვა გამოცდილება. ჩემი აზრით, სანიოლმა თავისი თავი ამოწურა. იმ ემოციებისთვის და მიღწევებისთვის მადლობა, მაგრამ ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება.“
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ