"დროა დავემშვიდობოთ ჩვენს გმირ მწვრთნელს და ის მოვიყვანოთ" - ლევან სალუქვაძე "დროა დავემშვიდობოთ ჩვენს გმირ მწვრთნელს და ის მოვიყვანოთ" - ლევან სალუქვაძე » Footballnews "დროა დავემშვიდობოთ ჩვენს გმირ მწვრთნელს და ის მოვიყვანოთ" - ლევან სალუქვაძე
გათიშვა

"დროა დავემშვიდობოთ ჩვენს გმირ მწვრთნელს და ის მოვიყვანოთ" - ლევან სალუქვაძე

"დროა დავემშვიდობოთ ჩვენს გმირ მწვრთნელს და ის მოვიყვანოთ" - ლევან სალუქვაძე
2 დღის და 22 საათის წინ
გიორგი სოხაძე

ცნობილმა ქართველმა კომენტატორმა, ლევან სალუქვაძემ გადაცემაში, ბურთი და მოედანი, ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა:

"მოვიდა დრო დავემშვიდობოთ ჩვენს გმირ მწვრთნელს, რომელმაც გაგვიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, მოგვიტანა სიხარული და მთელი ცხოვრება მისი სახელი საქართველოს სპორტის ისტორიაში დარჩება. მოქალაქეც არის საპატიო და ყველაფერი და როცა სადმე მის სახელს გავიგებთ, სასიხარულო ემოცია გვექნება, მაგრამ ხდება სპორტში ასეთი რამ, დიდი გამარჯვებების შემდეგ იწყება კრიზისი, ეს დამშვიდობება არ არის ტრაგიკული, შეურაცხმყოფელი და ხელს ჩამოართმევენ და მიდიან. ყველაზე ნათელი მაგალითი ბოლოს და უცნაური ჩემთვის იყო "ლესტერიდან" რანიერის გაშვება, რადგან ამ კაცმა საუკუნის სენსაცია მოახდინა, ასეთი რამ ალბათ ვეღარ განმეორდება. ქარხნის მუშები მოდიოდნენ სამსახურიდან, სპეციალურ სამოსს იხდიდნენ, შემდეგ კი გადიოდნენ და უგებდნენ მილიარდებ დახარჯულ "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის"

ვერავინ ვერ დამიწყებს იმის მტკიცებას, რომ სანიოლზე კვალიფიციური მწვრთნელი არ არსებობს. მან რაღაც ეტაპზე თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა, მაგრამ ახლა სხვა დროა. დე ლა ფუენტეთი აღფრთოვანებულები ვართ, რომელმაც ესპანეთის ნაკრების ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა, ახლა კი ეროვნულ გუნდს წვრთნის და საქმეს შესანიშნავად უძღვება.

ვინ უნდა ჩამოვიდეს? ვინმე კარგი. თუმცა სულ არ არის სავალდებულო ჩამოვიდეს, ჩვენც გვყავს ჩვენი დე ლა ფუენტე, ეს არის ჩვენი რამაზ სვანაძე, რომელიც უკვე მესამე თაობის 21-წლამდელებს გვიზრდის და გაჰყავს იმ ევროპის ჩემპიონატზე და გაჰყავს ჯგუფებიდან. ჩვენ რომ ვიძახით, რომ ნაკრებში ახალი სისხლია საჭირო, ის ახალი სისხლი ყველაზე კარგად სვანაძემ იცის, რადგან უმეტესობა ხელშია გაზრდილი. არ ვამბობ, რომ ეს უალტერნატივო წინადადებაა, მაგრამ განხილვა ღირს", - განაცხადა სალუქვაძემ.

FACEBOOK კომენტარები