ფრანგებს ვილი ნაკრებში მოუნდათ? - რა კითხვა დაუსვა ფრანგმა ჟურნალისტმა სანიოლს ფრანგებს ვილი ნაკრებში მოუნდათ? - რა კითხვა დაუსვა ფრანგმა ჟურნალისტმა სანიოლს » Footballnews ფრანგებს ვილი ნაკრებში მოუნდათ? - რა კითხვა დაუსვა ფრანგმა ჟურნალისტმა სანიოლს
გათიშვა

ფრანგებს ვილი ნაკრებში მოუნდათ? - რა კითხვა დაუსვა ფრანგმა ჟურნალისტმა სანიოლს

ფრანგებს ვილი ნაკრებში მოუნდათ? - რა კითხვა დაუსვა ფრანგმა ჟურნალისტმა სანიოლს
4 დღის და 12 საათის წინ
გიორგი სოხაძე

2024/25 წლების გათამაშების ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა სახლში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთი ანგარიშით 4:1 უშანსოდ დაამარცხა.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და აქტივში დამსახურებული 3 ქულაც ჩაიწერა, თუმცა ამის შემდეგ საქმე ისე ვერ წავიდა, როგორც გვსურდა...

მაგრამ ფრანგი სპეციალისტის მიღწევები საქართველოში უყურადღებოდ მის თანამემამულეებს არ დარჩენიათ.

აღნიშნული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ვილის ფრანგმა ჟურნალისტმა ჰკითხა. თუ რატომ დარჩა იგი ამდენ ხანს საქართველოში და სადამდე აპირებს დარჩენას.

რაზეც სანიოლმა უპასუხა, რომ ჯერ აქ თავს კარგად გრძნობს და შედეგებიც სახეზეა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ვილის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს.

FACEBOOK კომენტარები