ჩაკვეტაძე ნაკრებში ნოემბრშიც არ იქნება? - ვილი სანიოლის საინტერესო გადაწყვეტილება ჩაკვეტაძე ნაკრებში ნოემბრშიც არ იქნება? - ვილი სანიოლის საინტერესო გადაწყვეტილება » Footballnews ჩაკვეტაძე ნაკრებში ნოემბრშიც არ იქნება? - ვილი სანიოლის საინტერესო გადაწყვეტილება
გათიშვა

ჩაკვეტაძე ნაკრებში ნოემბრშიც არ იქნება? - ვილი სანიოლის საინტერესო გადაწყვეტილება

ჩაკვეტაძე ნაკრებში ნოემბრშიც არ იქნება? - ვილი სანიოლის საინტერესო გადაწყვეტილება
4 დღის და 12 საათის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, თითქმის 6-თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მინდორზე დაბრუნდა.

უოტფორდის ქართველმა ფეხბურთელმა ბურთთან ერთად ვარჯიში განაახლა.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვე სანაკრებო პაუზის წინ ბრუნდება.

საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ორი მატჩი ელის - 15 ნოემბერს ესპანეთთან თბილისში, ხოლო 18 ნოემბერს ბულგარეთთან გასვლაზე.

გასულ თამაშებში ყველამ კარგად დაინახა, თუ რამდენად აკლია გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე, ცენტრში ბურთის ამოტანის დიდი პრობლემებია.

ოქტომბრის სანაკრებო თამაშების წინ გამართლ პრესკონფერენციაზე, ჩვენი გუნდის თავკაცმა, ვილი სანიოლმა, აღნიშნა, რომ შესაძლოა გიორგი ნაკრებს ვერც ნოემბერში დაეხმაროს.

ფრანგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ჯობია, ჯერ ფეხბურთელი ბოლომდე გამოჯანმრთელდეს და პირდაპირ დიდი დატვირთვა არ მიიღოს, რათა მომავალში სიტუაცია უფრო არ დამძიმდეს.

შესაძლებელია ჩაკვე განაცხადში ვიხილოთ, თუმცა მისი დიდი დატვირთვით თამაში ნაკლებ სავარაუდოა, თანაც დარჩენილ თამაშებს მხოლოდ პრესტიჟული მნიშვნელობა აქვს.

FACEBOOK კომენტარები