როგორც მოგეხსენებათ, ტრავმების გამო ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრების 25-კაციან განაცხადში 2 ცვლილების გაკეთბა მოუწია.
გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კაკაბაძე გიორგი ქვილითაიამა და შოთა ნონიკაშვილმა ჩაანაცვლეს. - შემტევი, შემტევმა, მცველი, ნახევარმცველმა.
ამ ყველაფრის შემდეგ ჯვაროსნების სიაში მხოლოდ 5 მცველი დარჩა: კაშია, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ნარიმანიძე და გოჩოლეიშვილი.
აღსანიშნავია, რომ აქედან 4 პოზიციით ცენტრალური მცველია, განაპირა კი მხოლოდ გოჩოლეიშვილი.
როგორც ვილი პრესკონფერენციაზე თქვა, მარცხენა მცველი იმიტომ არ გამოიძახა, რომ ამ პოზიციაზე გოჩოლეიშვილის თამაში მოეწონა, მარჯვნივ კი კაკაბაძე უნდა დამდგარიყო, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და მარცხენა მცველი სიაში კვლავ არ არის.
ისედაც ცოტა მცველი ყოფნის დროს, სანიოლმა სიას კიდევ 1 მოაკლო და ირაკლი აზაროვი კვლავაც არ გამოიძახა.
შესაძლოა, რომ ფრანგი მარცხენა მცველის პოზიციაზე გიორგი წიტაიშვილის დაყენებას განიხილავს, რაც ნაცადი ხერხია, თუმცა მცველი მოკლება და აზაროვის არ გამოძახება გასაკრიტიკებეილია.
წინა მატჩში ესპანეთთან 5 მცველით გავედით, ახლა კი სიაში მოწოდებით სულ 5 მცველი გვყავს.
ოთხითაც რომ გავიდეთ, სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ 1 რჩება, რაც ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი დისკომფორტია.
ბოლოს აზაროვმა ნაკრებში ესპანეთის წინააღმდეგ 11 წუთი ითამაშა, მანამდე კი ბულგარეთთან სრული მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, მაგრამ მას სანიოლი მაინც არ წყალობს.
ვილი ირაკლის არ გამოძახების მიზეზად კლუბში ნაკლებ სათამაშო დროს ასახელებს, რაც გასაგებია თუმცა, როდესაც სიაში მხოლოდ 2 განაპირა მცველია და აქედან 1 ტრავმის გამო ვერ ეხმარება გუნდს, მინიმუმ ვარჯიშების სწორად წასამართად 1 განაპირა მცველი უნდა დაამატო. თანაც საუბარია აზაროვზე, რომელსაც არაერთხელ დაუმტკიცებია საკუთარი შესაძლებლობები.
იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს ნაკრები ამ ორ მატჩში ღირსეულად წარდგება და მარცხენა მცველი პრობლემა არ შეიქმნება.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
