"ეს არც ისე ნორმალურად მეჩვენება" - დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩამდე ალაპარაკდა "ეს არც ისე ნორმალურად მეჩვენება" - დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩამდე ალაპარაკდა » Footballnews "ეს არც ისე ნორმალურად მეჩვენება" - დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩამდე ალაპარაკდა
გათიშვა

"ეს არც ისე ნორმალურად მეჩვენება" - დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩამდე ალაპარაკდა

"ეს არც ისე ნორმალურად მეჩვენება" - დე ლა ფუენტე საქართველოსთან მატჩამდე ალაპარაკდა
6 დღის და 20 საათის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, 15 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.

შეკრების დაწყების წინ ფურია როხას მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან ლამინე იამალის არ ყოფნასთან დაკავშირებით ისაუბრა:

"ეს არც ისე ნორმალურად მეჩვენება. მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ.ეს არის პროცედურები, რომლებიც ჩვენს კონტროლს მიღმა ხდება და უნდა შევეგუოთ. თუმცა, მეც გაკვირვებული ვიყავი, როგორც ყველა დანარჩენი. არაფერი იცი, არანაირი სიახლე არ გაქვს და შემდეგ უცებ ამას გეუბნებიან.

ლამინს დარჩენა სურდა. ის მთლიანად ეროვნული ნაკრების ერთგულია. ბარსასთან კონფლიქტი არ არსებობს. თუმცა, ისევე, როგორც მე პატივს ვცემ ბარსას გადაწყვეტილებებს, მოვითხოვ, რომ ჩემსასაც პატივი სცენ".

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას არ სურდა, რომ იამალს ნაკრებში ეთამაშა, რადგან, როგორც გაირკვა, ლამინეს საზარდულის ტრავმა კვლავ აწუხებს.

FACEBOOK კომენტარები