"ოქტომბერში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ" - ბუდუ ზივზივაძე "ოქტომბერში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ" - ბუდუ ზივზივაძე » Footballnews "ოქტომბერში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ" - ბუდუ ზივზივაძე
გათიშვა

"ოქტომბერში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ" - ბუდუ ზივზივაძე

"ოქტომბერში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ" - ბუდუ ზივზივაძე
6 დღის და 16 საათის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

11 ნოემბერს გუნდს მხოლოდ 1 წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი აკლდა, რომელიც სამწვრთნელო პროცესში 12 ნოემბერს ჩაერთვება.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ცნობილია, რომ სამმა ფეხბურთელმა, საბა გოგლიჩიძემ, ნიკა გაგნიძემა და გაბრიელ სიგუამ ინდივიდუალურად ივარჯიშეს, რაც სავარაუდოდ ზედმეტის დატვირთვისგან თავის დაზღვევის მიზნით მოხდა.

ვარჯიშის შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ ნაკრების მედია ჯგუფთან კომენტარი გააკეთა:

"ვემზადებით ბოლო ორი მატჩისთვის. გუნდში, როგორც ყოველთვის, კარგი განწყობაა. ამ ორ თამაშში ვეცდებით, რომ ოქტომბერში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, გამოვიკეთოთ ხასიათი და დადებითად შევხვდეთ ახალ სანაკრებო სეზონს. ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობ. ოქტომბრის მატჩებამდე, კლუბში დისკვალიფიკაციის გამო, სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშები ჩავატარე და გოლიც გავიტანე, რაც თავდაჯერებას მმატებს. თუ მოახლოებულ მატჩებში მომეცემა თამაშის საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებს დავეხმარო წარმატების მიღწევაში.“

შეგახსენებთ, რომ ესპანეთთან მატჩი 15 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.

FACEBOOK კომენტარები