სად არის გიორგი გველესიანი? - რატომ აღარ ჩანს ის ნაკრებში და ათამაშებენ თუ არა კლუბში სად არის გიორგი გველესიანი? - რატომ აღარ ჩანს ის ნაკრებში და ათამაშებენ თუ არა კლუბში » Footballnews სად არის გიორგი გველესიანი? - რატომ აღარ ჩანს ის ნაკრებში და ათამაშებენ თუ არა კლუბში
გათიშვა

სად არის გიორგი გველესიანი? - რატომ აღარ ჩანს ის ნაკრებში და ათამაშებენ თუ არა კლუბში

სად არის გიორგი გველესიანი? - რატომ აღარ ჩანს ის ნაკრებში და ათამაშებენ თუ არა კლუბში
1 დღის და 20 საათის წინ
გიორგი სოხაძე

სად არის გიორგი გველესიანი? რატომ ვეღარ ხვდება 34 წლის მცველი საქართველოს ნაკრების განაცხადში?

2024 წელს გამოჩნდა, რომ გიორგი გველესიანი ნაკრებისთვის საკმაოდ გამოსადეგი ფიგურაა.

დებიუტი 32 წლის ასაკში და დასამახსოვრებელი თამაში ევრო 2024-ზე, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, 2025 წელს ყველაფერი შეიცვალა.

პერსეპოლისის დატოვებისა და სეპაჰანში გადასვლის შემდეგ, გიორგი სათამაშო დროის დიდ ნაკლებობას განიცდის.

ის ირანულ სეპაჰანს 2025 წლის აგვისტოში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ამის შემდეგ მხოლოდ ერთხელ 16 სექტემბერს ითამაშა.

დანარჩენ შეხვედრებში კი ის ან სათადარგითა სკამზეა, ან საერთოდ განაცხადშიც არ შეყავთ.

სამწუხაროდ, ეს არის მიზეზი, რის გამოც გველესა ნაკრებს გამოაკლდა - სათამაშო დროის უქონლობა.

არადა ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორ თამაშობდა ის მსოფლიო ვარსკვლავების წინააღმდეგ და ახლაც, ის ნაკრებს მართლაც სჭირდება.

FACEBOOK კომენტარები