ჟურნალისტი მიგელ ანხელ ლარა იხსენებს ემოციურ შემთხვევას, რომელიც 2022 წლის 22 თებერვალს ავსტრიაში მოხდა — დღეს, როცა ვენის „აუსტრიას“ ფეხბურთელი გეორგ ტაიგლი თითქოს მეორედ დაიბადა.
მატჩის მიწურულს, „აუსტრიასა“ და „ვოლფსბერგერს“ შორის დაპირისპირებისას, ტაიგლი მოედნის ცენტრში მეტოქეს შეეჯახა და უგონოდ დაეცა, სიტუაცია წამებში გახდა კრიტიკული — ტაიგლი ვერ სუნთქავდა და სიცოცხლესთან ბრძოლა დაიწყო.
ამ დროს ყველაზე სწრაფად რეაგირება მოახდინა ქართველმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა.
ის პირველი მიუახლოვდა უგონო მოთამაშეს, პირი გაუღო რითაც მას სუნთქვა აღუდგინა და ფაქტობრივად მისი სიცოცხლე გადაარჩინა.
მალევე მოედანზე ექიმები გამოჩნდნენ, რომლებიც ტაიგლს დაეხმარნენ, მაგრამ ყველასთვის ნათელი იყო — სწორედ ლოჩოშვილის გმირული მოქმედება რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მატჩის შემდეგ ტაიგლმა საჯაროდ მადლობა გადაუხადა ქართველ ფეხბურთელს სიტყვებით:
„შენმა სწრაფმა მოქმედებამ სიცოცხლე გადამირჩინა.“
2023 წელს FIFA-მ ლუკა ლოჩოშვილი Fair Play-ის სპეციალური ჯილდოთი დააფასა, იმ პერიოდში ის უკვე იტალიურ „კრემონეზეში“ ასპარეზობდა.
ლოჩოშვილმა მაშინ მოკრძალებულად განაცხადა და თქვა:
„განცხადებები არ მიყვარს, მაგრამ მადლობელი ვარ ყველა ადამიანის მხარდაჭერისთვის, მთავარია, ტაიგლი გადარჩა და კარგადაა.“
გარდა FIFA-ს აღიარებისა, კარინტიის რეგიონმა, სადაც „ვოლფსბერგერი“ მდებარეობს, ქართველ მცველს „ოქროს ჯვრის“ საპატიო ჯილდო გადასცა.
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
