15 ნოემბერს 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს უმასპინძლებს.
მატჩის წინა დღეს გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციები გამართეს.
ვილი სანიოლთან ერთად ჟურნალისტებთან ჩვენი გუნდიდან იური ტაბატაძე წარდგა.
გთავაზობთ მის კომენტარს:
"მადლობა პირველ რიგშ გამოძახებისთვის. ნაკრებში იდეალური განწყობა დამხვდა, რადგან ბიჭები, რომლებიც აქ არიან თითქმის ყველას ვიცნობ და კარგად მიმიღეს. უფროსებისგან ასაკში სხვაობა საერთოდ არ იგრძნობა.
გასული წელი ჩემთვის ძალიან კარგი გამოვიდა. სეზონი ეროვულ ლიგაში დავიწყე და სანამ წავიდოდი ბომბარდირიც ვიყავი, შემდეგ კადისშიც ყველაფერი იდეალურად დაიწყო და ახლა ოცნებაც ახდა - ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს.
როცა საქართველოდან პირველად წავედი, იჯარით, იქ საქმე კარგად არ წავიდა და ხალხმა იფიქრა, რომ ევროპის დონე არ ვიყავი, მაგრამ ჩემი შეცდომები გავაანალიზე და დავამტკიცე თუ რა შემიძლია.
ბიჭებმა ვისაუბრეთ, რომ ხალხს ეს სიყვარული უნდა დავუფასოთ და ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვიზამთ.
ჩემი მესიჯი ასეთი იქნება, რომ ერთმანეთის სიყვარულითა და გვერდში დგომით ყველაფერი შესაძლებელია და ამ ქვეყანას კიდევ ბევრი სიხარული ელის.".
ლეგიონერები
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
იბერია 1999
გაგრა
ტორპედო
თელავი
სამგურალი
დილა
ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
კონფერენს ლიგა
პრემიერ ლიგა
ერთა ლიგა
ლა ლიგა
სერია ა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
ერედივიზიონი
მანჩესტერ იუნაიტედი
ლივერპული
მანჩესტერ სიტი
ჩელსი
არსენალი
ტოტენჰემი
რეალი
ბარსელონა
ატლეტიკო
სევილია
ვალენსია
იუვენტუსი
ნაპოლი
მილანი
ინტერი
რომა
ლაციო
ბაიერნი
დორტმუნდი
ლაიფციგი
პსჟ
ლიონი
მონაკო
მარსელი
აიაქსი
ბენფიკა
პორტუ
