"მე 5 მცველით თამაში არ მომწონს, მაგრამ..." - ლევან კორღალიძე ნაკრებზე "მე 5 მცველით თამაში არ მომწონს, მაგრამ..." - ლევან კორღალიძე ნაკრებზე » Footballnews "მე 5 მცველით თამაში არ მომწონს, მაგრამ..." - ლევან კორღალიძე ნაკრებზე
გათიშვა

"მე 5 მცველით თამაში არ მომწონს, მაგრამ..." - ლევან კორღალიძე ნაკრებზე

"მე 5 მცველით თამაში არ მომწონს, მაგრამ..." - ლევან კორღალიძე ნაკრებზე
4 საათის და 23 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ქართვეელმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ საქართველის ნაკრების ესპანეთთამ მატჩი შეაფასა:

"ძალიან კომპლექსურ პრობლემებს ვაწყდებით. გარედან რთულია სიმართლესთან მაქსიმალური მიახლოებული აზრები გამოიტანო, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, თითქოს ის ერთობა აღარ გვაქვს. ვგულისხმობ გულშემატკივრებს, ფეხბურთში ჩართულ ადამიანებს, ნაკრების წევრებს... ერთსულოვნება იგრძნობოდა, ერთად ვიდექით. ამ ფაქტორმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. თითქოს ერთსულოვნება აღარ ჩანს.

თურქეთთან სტუმრად მარცხის შემდეგ ვილიმ თქვა, რომ ეიფორიიდან ვერ გამოვედითო, მაგრამ ვერ დავეთანხმები, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩეხეთთან მაგრად ვითამაშეთ, ალბანეთს მოვუგეთ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელები უკეთეს კლუბებსა და უკეთეს ჩემპიონატებში გადავიდნენ, რაც ნიშნავს, რომ მოტივაცია არ დაკარგეს.

როცა ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მაშინაც საქართველოს ნაკრების თამაშით აღფრთოვანებული არ ვიყავით, მაგრამ შედეგი იყო, პირველ ნომრად არ ვთამაშობდით, თითქოს ამ გზას გადავუხვიეთ. ესპანეთთან თამაშის ცუდი გამოცდილება გვაქვს. მახსოვს, როცა 4 მცველით ვითამაშეთ, 1:7 წავაგეთ.

მე 5 მცველით თამაში არ მომწონს, მაგრამ იქიდან გამოვდივარ ნაკრებს რა წარმატება მოუტანა. 5 მცველი არ ნიშნავს, რომ ჩამჯდარი' ხარ''.

FACEBOOK კომენტარები