"სიმართლე გითხრათ, სპორტი და პოლიტიკა ჩემთვის ერთი არ არის..." - ლევან სალუქვაძის ანალიზი "სიმართლე გითხრათ, სპორტი და პოლიტიკა ჩემთვის ერთი არ არის..." - ლევან სალუქვაძის ანალიზი » Footballnews "სიმართლე გითხრათ, სპორტი და პოლიტიკა ჩემთვის ერთი არ არის..." - ლევან სალუქვაძის ანალიზი
გათიშვა

"სიმართლე გითხრათ, სპორტი და პოლიტიკა ჩემთვის ერთი არ არის..." - ლევან სალუქვაძის ანალიზი

"სიმართლე გითხრათ, სპორტი და პოლიტიკა ჩემთვის ერთი არ არის..." - ლევან სალუქვაძის ანალიზი
2 საათის და 45 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ლევან სალუქვაძემ საქართველოს ნაკრებისა და მისი თავკაცის, ვილი სანიოლის და შესახებ ისაუბრა:

"სიმართლე გითხრათ, სპორტი და პოლიტიკა ჩემთვის ერთი არ არის. ყველაზე დიდი პოლიტიკა, რაც ქვეყანას იმიჯს შეუქმნის, სპორტია. სპორტს როგორც შეუძლია დადებითი იმიჯის შექმნა ქვეყნისთვის, მგონი, ძალიან ცოტა რაღაცას აქვს იგივე ძალა და გავლენა. მე არ მაინტერესებს და არც არასდროს დავინტერესდები, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც მოედანზეა და ნაკრებისთვის თამაშობს, რომელ პარტიას უჭერს მხარს, ვის მისცა ხმა არჩევნებში, კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენაზე რა აზრის არის. მე მათ ვაფასებ როგორც ფეხბურთელებს, რომლებიც საქართველოს სახელით არიან მოედანზე და მათ ყოველთვის ვქომაგობ.

დროგბას მაგალითის არ იყოს, მსგავსი უამრავი მაგალითი არსებობს, თუნდაც ესპანეთის და კატალონიის ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობაც. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ დაიჭირეს კატალონიის ლიდერები, რადგან დამოუკიდებლობას ითხოვდნენ და ა.შ., მაგრამ ესპანეთის ნაკრებს, რომელიც "ბარსელონისა" და "რეალ მადრიდის" ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და იგებდნენ ტიტულებს, მათ ხომ შეეძლოთ რომელიმე მხარეს არ ეთამაშათ ან ერთმანეთისთვის პასი არ მიეცათ? არა, გადადეს ყველაფერი გვერდზე და დიდ წარმატებას მიაღწიეს. სპორტი ყველას გამაერთიანებელია. ნებისმიერი მხარე, ნებისმიერი რჯულის, სამართალდამცავი იქნება თუ კრიმინალი, სხვადასხვა სფეროს მუშაკი თუ პოლიტიკოსი, ყველა უნდა გაერთიანდეს და უქომაგოს საკუთარ გუნდს. მე ასე ვიცი, ვინმეს თუ სხვანაირად ჰგონია, ჩემი აზრით, ცდება", - განაცხადა სალუქვაძემ.

FACEBOOK კომენტარები