"ბაიერნის“ შემდეგ ოჯახური პრობლემების გამო ფეხბურთს ჩამოვშორდი, ქართველების პროექტზე კი მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის იყო" - ვილი სანიოლი "ბაიერნის“ შემდეგ ოჯახური პრობლემების გამო ფეხბურთს ჩამოვშორდი, ქართველების პროექტზე კი მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის იყო" - ვილი სანიოლი » Footballnews "ბაიერნის“ შემდეგ ოჯახური პრობლემების გამო ფეხბურთს ჩამოვშორდი, ქართველების პროექტზე კი მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის იყო" - ვილი სანიოლი
გათიშვა

"ბაიერნის“ შემდეგ ოჯახური პრობლემების გამო ფეხბურთს ჩამოვშორდი, ქართველების პროექტზე კი მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის იყო" - ვილი სანიოლი

"ბაიერნის“ შემდეგ ოჯახური პრობლემების გამო ფეხბურთს ჩამოვშორდი, ქართველების პროექტზე კი მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის იყო" - ვილი სანიოლი
9 საათის და 2 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოში მუშაობის დაწყების მიზეზებზე ისაუბრა:

"ცხოვრებაში რთული დრო მეც მქონდა. სოფლიდან ვარ, მამაჩემი ქვაბებს ყიდდა, დედაჩემი კი მდივნად მუშაობდა. როდესაც სოფელში იბადები, ცხოვრებისეული პერსპექტივები დიდი არ არის, მაგრამ ამან ხელი არ შემიშალა ახალგაზრდობის კარგად გატარებაში.

ჯერ „ბორდოში“, ხოლო შემდეგ „ბაიერნში“ კარლო ანჩელოტის ასისტენტად მუშაობის შემდეგ, მინდოდა, ჩემი უმცროსი ვაჟისთვის დამეთმო დრო, რომელსაც დაბადებიდანვე შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, ამიტომ სამწვრთნელო საქმეს დროებით თავი დავანებე.

ფეხბურთს მთლიანად რომ არ ჩამოვშორებოდი, პერიოდულად ფრანგულ რადიოსა და ტელევიზიაში ვმუშაობდი. მოგვიანებით საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში დავიწყე საქმიანობა, სადაც ოთხი წელი გავატარე.

მინდოდა, შემდეგი გამოცდილება ყოფილიყო პროექტი, სადაც გუნდის თავიდან აშენება იყო საჭირო, რისთვისაც დროს მომცემდნენ და ნდობასაც გამომიცხადებდნენ. სწორედ მაშინ დამიკავშირდნენ საქართველოდან – ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილსა და ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე იაშვილს მანამდეც ვიცნობდი – როდესაც მიუნხენის „ბაიერნში“ ვიყავი, ისინი გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშობდნენ.

საქართველოს ნაკრებში მუშაობა შემომთავაზეს და მითხრეს, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დაგვეწყო. ისეთ ადგილას მივდიოდი, სადაც წარმატებული სანაკრებო წარსული არ ჰქონდათ. მაშინვე მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის მიმზიდველი იყო და დავთანხმდი – ეს არის პროექტი, სადაც ჩვენ ბრძოლისუნარიან გუნდს ვაშენებთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

FACEBOOK კომენტარები