ტუნისის ნაკრები სანიოლს ეპატიჟებოდა - შეთანხმება ხელფასის გამო ჩაიშალა ტუნისის ნაკრები სანიოლს ეპატიჟებოდა - შეთანხმება ხელფასის გამო ჩაიშალა » Footballnews ტუნისის ნაკრები სანიოლს ეპატიჟებოდა - შეთანხმება ხელფასის გამო ჩაიშალა
გათიშვა

ტუნისის ნაკრები სანიოლს ეპატიჟებოდა - შეთანხმება ხელფასის გამო ჩაიშალა

ტუნისის ნაკრები სანიოლს ეპატიჟებოდა - შეთანხმება ხელფასის გამო ჩაიშალა
6 საათის და 22 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

ტუნისური გამოცემა, NoussourTN-ი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტუნისის ნაკრები ფრანგ სპეციალისტს იწვევდა, თუმცა მოთხოივნილი მაღალი ანაზღაურების გამო შეთანხმება ვერ შედგა.

აფრიკის თასზე მალისთან მატრცხის შემდეგ ტუნისი ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნას შეუდგა.

"ტუნისის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა, ბელჰასენ ბელსამრამ აღნიშნა, რომ სანიოლისა და შადლის დუეტი ფვორიტად მიიჩნეოდა, თუმცა გადამწყვეტი პრობლემა ხელფასის საკითხი გახდა.

ვილი სანიოლმა მაღალი ანაზღაურება მოითხოვა. ადელ შადლის ენთუზიაზმისა და ეროვნულ ნაკრებში მისვლის გულწრფელი სურვილის მიუხედავად, მან ვერ შეძლო სანიოლის დარწმუნება, შეემცირებინა მოთხოვნები“, – წერს ტუნისური გამოცემა.

FACEBOOK კომენტარები