მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნაკრების 2026 წლის პირველი მატჩის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნაკრების 2026 წლის პირველი მატჩის შესახებ » Footballnews მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნაკრების 2026 წლის პირველი მატჩის შესახებ
გათიშვა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნაკრების 2026 წლის პირველი მატჩის შესახებ

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნაკრების 2026 წლის პირველი მატჩის შესახებ
3 საათის და 4 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წელს ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩით დაიწყებს. სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 26 მარტს, თბილისში, ისრაელის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2026 წლის პირველი საშინაო შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

29 მარტს კი, ვილი სანიოლის გუნდი ლიეტუვის ნაკრებს სტუმრად კაუნასში დაუპირისპირდება. მარტის ამხანაგური მატჩები 2026/27 წლების უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ტურნირი სექტემბერში დაიწყება. 

ჩვენი გუნდი უეფას ერთა ლიგის ბ ლიგაში იასპარეზებს. მეტოქეთა ვინაობა 12 თებერვალს, ბრიუსელში დაგეგმილ წილისყრაზე გახდება ცნობილი.

FACEBOOK კომენტარები
გირჩევთ