"ძალიან სამწუხაროა, რომ ისევ საქართველოსთან გვიწევს თამაში" - რას ამბობს უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი "ძალიან სამწუხაროა, რომ ისევ საქართველოსთან გვიწევს თამაში" - რას ამბობს უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი » Footballnews "ძალიან სამწუხაროა, რომ ისევ საქართველოსთან გვიწევს თამაში" - რას ამბობს უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
გათიშვა

"ძალიან სამწუხაროა, რომ ისევ საქართველოსთან გვიწევს თამაში" - რას ამბობს უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

"ძალიან სამწუხაროა, რომ ისევ საქართველოსთან გვიწევს თამაში" - რას ამბობს უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
4 საათის და 54 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, ერთა ლიგის წილისყრის შემდეგ საქართველოს ნაკრების ჯგუფი ასეთია:

უკრაინა, უნგრეთი, საქართველო, ჩრდ. ირლანდია.

ტურნირის წინა გათამაშების მსაგავსად, ჯვაროსნებს უკრაინასთან თამაში წელსაც მოუწევთ.

კენჭისყრა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა შეაფასა:

"ვფიქრობ, ყველა გუნდი ძლიერია. სამწუხაროდ, ისევ საქართველოს წინააღმდეგ გვიწევს თამაში, თუმცა ვფიქრობ, თანაბარი ჯგუფია. საჭიროა, რომ მოვემზადოთ და მაღალ დონეზე ვიასპარეზოთ.

ყველაზე უსიამოვნო მეტოქე რომელია? არ ვიცი. არ მინდოდა, უნგრეთთან მოვხვედრილიყავით, მაგრამ ვითამაშებთ და ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. უნგრეთი ჩემთვის უცხო ქვეყანა არ არის, მაგრამ არ ვიცი, იქ როგორ მიმიღებენ. მხოლოდ ჩემს გუნდზე ვფიქრობ.“

FACEBOOK კომენტარები