წინ დატვირთული წელია! - საქართელოს ნაკრების კალენდარი 2026 წელს წინ დატვირთული წელია! - საქართელოს ნაკრების კალენდარი 2026 წელს » Footballnews წინ დატვირთული წელია! - საქართელოს ნაკრების კალენდარი 2026 წელს
გათიშვა

წინ დატვირთული წელია! - საქართელოს ნაკრების კალენდარი 2026 წელს

წინ დატვირთული წელია! - საქართელოს ნაკრების კალენდარი  2026 წელს
1 საათის და 49 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

2025 წელი საქართველოს ნაკრებისთვის ჩავარდნა იყო.

ჩვენმა გუნდმა 2024 წელს თამასა მაღლა აწია, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო 2025-ში ვერ გამართლდა და საოცნებო მუნდიალზეც ვერ მოვხვდით.

თუმცა წინ 2026 წელია და შანსი იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოვხვდეთ.

ამ წელს ჯვაროსნები 4 ამხანაგურ და 6 ოფიციალურ (ერთა ლიგა) მატჩს გამართავენ, ხოლო ევრო 2028-ის შესარჩევს 2027 წელს ითამაშებენ, მაგრამ მანამდე საჭიროა, რომ ერთა ლიგაზე სასურველი შედეგი ვაჩვენოთ, რათა ტურნირზე გასვლის შანსი ავამაღლოთ.

საქართველო წელს მარტის სანაკრებო პაუზაზე გახსნის, სადაც ამხანაგური შეხვედრების ეგიდით ჩვენი გუნდი 25 მარტს ჯერ ისრაელს უმასპინძლებს, ხოლო 28 მარტს ლიეტუვას ესტუმრება.

ამის შემდეგ კვლავ ორი ამხანაგური მატჩი ივნისში, რომლის თარიღიცა და მეტოქეებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შემდეგ კი იწყება ერთა ლიგა:

25 სექტემბერი - საქართველო VS ჩრდ. ირლანდია

28 სექტემბერი - საქართველო VS უკრაინა

02 ოქტომბერი - უნგრეთი VS საქართველო

05 ოქტომბერი - ჩრდ. ირლანდიაVS საქართველო

14. ნოემბერი - საქართველო VS უნგრეთი

17 ნოემბერი - უკრაინა VS საქართველო

FACEBOOK კომენტარები