"ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა" - ვილი მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო "ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა" - ვილი მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო » Footballnews "ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა" - ვილი მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო
'; } elseif (strpos($_SERVER['HTTP_USER_AGENT'], 'iPhone') !== FALSE) { echo '
'; } else { echo '
'; } ?>
გათიშვა

"ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა" - ვილი მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო

"ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა" - ვილი მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო
1 საათის და 21 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

როგორც მოგეხსენებათ, ივნისის პირველ ამხანაგურ მატჩში საქართველომ რუმინეთს უმასპინძლა.

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. 

ჩვენი მხირდან ერთადერთი გოლი გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა მედიასთან ისაუბრა:

"ვფიქრობ, რომ მარტთან შედარებით ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა როგორც ხარისხის, ისე ინტენსივობის კუთხით. ფეხბურთელებმა დღეს ძალიან საინტერესო მატჩი ჩაატარეს. მთლიანად ამ კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ერთად შევიკრიბეთ, ისინი პროფესიონალურად მუშაობდნენ და მთელი კვირის განმავლობაში სერიოზულობით ეკიდებოდნენ საქმეს. ვფიქრობ, დღევანდელი კარგი თამაში სწორედ ამ კარგი მუშაობის შედეგია.

სამ დღეში კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და იმედი მაქვს, იმავე ხარისხს შევინარჩუნებთ. ახალმა ფეხბურთელებმა გუნდში ახალი ენერგია და ახალი სული შემოიტანეს და ამ საღამოს ბევრი დადებითი რამ დავინახეთ.

ირაკლი ეგოიანს დიდი ხანია ვაკვირდებით, თუმცა გვინდოდა, რომ ჯერ სრულფასოვანი სეზონი ჩაეტარებინა თავის კლუბში. მან ეს საუკეთესოდ გააკეთა. დღეს კი, როცა მოედანზე შევიდა, დარწმუნებული ვარ, თქვენც და მეც ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს. ძალიან საინტერესო იყო მისი ხილვა დღეს და დარწმუნებული ვარ, სამ დღეში ისევ ვიხილავთ მას მოედანზე.

გამიმართლა, რადგან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გურამ კაშია მყავდა. კაშიასთან ყოველთვის ვიცოდი, რომ მისი თამაში თითქმის ყოველ ჯერზე უმაღლეს დონეზე იქნებოდა, და სწორედ ამას ველოდები ჩემი ცენტრალური მცველებისგან. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მატჩიდან მატჩამდე სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში. ამისთვის აუცილებელია, რომ კარგ კლუბში, მაღალ დონეზე, ყოველ კვირას ან თუნდაც კვირაში ორჯერ თამაშობდე, რათა იგივე ხარისხის თამაში ეროვნულ ნაკრებშიც აჩვენო". 

FACEBOOK კომენტარები