საქართველო ჩრდ. ირლანდიის მატჩს მაყურებლის გარკვეული ნაწილი დაესწრება - სად უნდა ავიღოთ ბილეთი საქართველო ჩრდ. ირლანდიის მატჩს მაყურებლის გარკვეული ნაწილი დაესწრება - სად უნდა ავიღოთ ბილეთი » Footballnews საქართველო ჩრდ. ირლანდიის მატჩს მაყურებლის გარკვეული ნაწილი დაესწრება - სად უნდა ავიღოთ ბილეთი
გათიშვა

საქართველო ჩრდ. ირლანდიის მატჩს მაყურებლის გარკვეული ნაწილი დაესწრება - სად უნდა ავიღოთ ბილეთი

საქართველო ჩრდ. ირლანდიის მატჩს მაყურებლის გარკვეული ნაწილი დაესწრება - სად უნდა ავიღოთ ბილეთი
2 საათის და 8 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საქართველოს ნაკრები ოფიციალურ წერილს ავრცელებს:

25 სექტემბერს, დინამო არენაზე, უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული შეხვედრა მაყურებლის გარეშე გაიმართება. თუმცა, უეფას სადისციპლინო რეგულაციები მსგავს შემთხვევაში გამონაკლისის სახით 14 წლამდე ასაკის ბავშვების სტადიონზე დაშვების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე, უეფასთან კონსულტაციების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მატჩზე მოიწვიოს საქართველოს საფეხბურთო სკოლებში რეგისტრირებული 10-დან 14 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები. აღნიშნულ კატეგორიაში შემავალი ფეხბურთელები მატჩზე დასასწრებ ბილეთს საჩუქრად მიიღებენ.

შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების იურისდიქციაში არსებული საფეხბურთო სკოლების 10-დან 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელებისთვის, რომელთა რეგისტრაციასაც შესაბამისი საფეხბურთო სკოლები განახორციელებენ.

გირჩევთ