ვილი სანიოლმა ამ მატჩებში ნაკრების 1 კონკრეტული მიზანი დაასახელა ვილი სანიოლმა ამ მატჩებში ნაკრების 1 კონკრეტული მიზანი დაასახელა » Footballnews ვილი სანიოლმა ამ მატჩებში ნაკრების 1 კონკრეტული მიზანი დაასახელა
გათიშვა

ვილი სანიოლმა ამ მატჩებში ნაკრების 1 კონკრეტული მიზანი დაასახელა

ვილი სანიოლმა ამ მატჩებში ნაკრების 1 კონკრეტული მიზანი დაასახელა
10 საათის და 9 წუთის წინ
გიორგი სოხაძე

საქართველოს ნაკრები სექტემბერი/ოქტომრბის სანაკრები პაუზაზე ერთა ლიგის 4 მატჩს გამართავს.

ვილი სანიოლმა მოახლებულ მატჩებზე ისაუბრა და გუნდის კონკრეტული მიზანიც გააჟღერა:

"მხოლოდ ამ ოთხ მატჩზე ვერ ვიფიქრებ - ექვსივე შეხვედრა ერთიანი ტურნირის ნაწილია. ჩემთვის მთავარი ქულების კონკრეტული რაოდენობა კი არა, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. ექვსი წლის წინ საქართველო D ლიგაში თამაშობდა. შემდეგ იყო C ლიგა, B ლიგა, გასულ გათამაშებაში კი ამ დონეზე ადგილის შენარჩუნება შევძელით.

ეს რთული ამოცანა იყო — შესაძლოა, იმაზე რთულიც, ვიდრე ბევრს ეგონა, რადგან ძლიერი მეტოქეები გვყავდა. რთულია ამჟამინდელი ჯგუფიც, თუმცა ახლა მეტი გამოცდილება გვაქვს. ფეხბურთელებთან ამ თემაზე ბოლო პერიოდში არ მისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა A ლიგაში თამაშზე ოცნებობს. გვინდა, იქ მოვხვდეთ და ყოველ მატჩში უძლიერეს ნაკრებებს დავუპირისპირდეთ. ჩვენი მიზანი პირველი ადგილია, თუმცა დარწმუნებული ვარ, იგივე სურთ უკრაინას, უნგრეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიასაც. ჯგუფში მეტწილად თანაბარი დონის გუნდები არიან, ამიტომ რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო მატჩები გველის".

გირჩევთ